სერხიო აგუერო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

სერხიო აგუერო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს მომავალი სეზონის ბოლომდე გაურკვეველი დარჩება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, აგუერო, რომელიც ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება, მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლოს მიიღებს. არგენტინელი შემტევი "მანჩესტერ სიტის" პატივს სცემს და სეზონის დასრულებამდე არცერთ კლუბთან მოლაპარაკებებს არ გამართავს.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ აგუეროთი, "ბარსელონას" გარდა, სხვა არაერთი კლუბია დაინტერესებული.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანამ" 32 წლის ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. კატალონიურ კლუბს სერხიო არა მხოლოდ სპორტული მიზნებისთვის, არამედ მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, ლიონელ მესის დარჩენაში დასარწმუნებლადაც სჭირდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 12 მარტი 2021 00:24
    0
    დაბალი ხელფასით, ჰოლანდის შემცვლელად კარგი იქნებოდა, დაასვენებდა
    რა მარტივია არა ყველაფერი 😆💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 მარტი 2021 11:36
    0
    დაიწერა თანახმაა და ხელფასის დაკლებაზეც კი არ ამბობს უარსო და ეხლა რა ახალ ხმაზე ამღერდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 მარტი 2021 22:13
    0
    არაერთი კლუბია დაინტერესებულიო, მაგრამ მეეჭვება ბარსას დონის რომელიმე იყოს. აგუერო უკვე ასაკშია და ტრავმიანი გახდა. აბა სიტი დებილი კი არაა, ასე ადვილად გაუშვას გუნდიდან.
    Culé [?]
    #7 10 მარტი 2021 22:08
    0
    ბარსა მომდევნო სეზონში
    ტერ შტეგენი(პენია)
    დესტი(ემერსონი)
    არაუხო(პიკე)
    ალაბა(ლენგლე,მინგესა)
    ალბა(ბალდე)
    დეიონგი(ბუსკეცი)
    ვაინალდუმი(მორიბა)
    პედრი(პუჩი)
    მესი(ტრინკაუ)
    ჰალანდი(აგუერო)
    ფატი(დემბელე)
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 10 მარტი 2021 21:05
    0
    სუარესს ჯობია ეს? ის გაუშვებს და ეს მოყავთ? ან გრიზმანი რაღა საჭიროა....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მარტი 2021 20:43
    0
    ამას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს ეს უკანალის თამაში არ მევასება რაა რა ზაფხულში თქვი რო მოდიხარ ბარსაში და მორჩა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 10 მარტი 2021 19:46
    0
    ბარსამ თუ შესთავაზა არ იტყვის უარს
    Culé [?]
    #3 10 მარტი 2021 19:37
    0
    პრიორიტეტი მაინც ჰოლანდი უნდა იყოს და რაცი სკამზე თუ მოვა დაბალი ხელფასით რავი ეგ იდეალურია მაგრამ იქნება კი ასე? 😁
    გამორიცხული მგონია ეგ ამბავი მე, მითუმეტეს მესის ძმაკაცი სკამზე? არა მართლა წარმოუდგენელია 😁
    კი მინდოდა ისე სულ ეს ბარსაში 😁💙❤️
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 მარტი 2021 19:35
    0
    აგუერო თუ მოინდომებს ძირითადშიც კარგად ითამაშებს და მაგარი ტრანსფერი იქნება მაგრამ სადაც ჰაალანდის სახელი გაიჟღერებს და ბარსას დაუკავშირებენ მანდ უკვე ყველაფერი მკიდია მხოლოდ ეგ იდეა მომწონს. ზამენაზე კიდე არამგონია წამოვიდეს აგუერო
    ფანი [?]
    #1 10 მარტი 2021 19:25
    1
    ვფიქრობ უარს არ იტყვის ბარსელონას შეთავაზებაზე, თან მესისთან ერთად თამაში სულ უნდოდა