მე-10 მატჩი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ

ლიონელ მესი დღეს "პარი სენ-ჟერმენს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მეათედ დაუპირისპირდება.
"ბარსელონას" კაპიტანი პსჟ-ს პირველად 2012/13 წლების სეზონში დაუპირისპირდა - მატჩი მეოთხედფინალის ეგიდით შედგა. მომდევნო 4 მატჩი 2014/15 წლებზე მოდის ( 2 ჯგუფურ ეტაპზე და 2 მეოთხედფინალში). არგენტინელს ფრანგებთან ჯახი 2016/17 წლებშიც 2-ჯერ მოუწია - ეს დიდებული ქამბექის სეზონია.
მიმდინარე სეზონში ლეომ "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ 1 მატჩი მერვედფინალის პირველ შეხვედრაში უკვე ჩაატარა, დღეს კი ამ გუნდის წინააღმდეგ მოედანზე, როგორც ზემოთ ვახსენე, მეათედ გამოვა.
აქამდე ლეო მესიმ ევროასპარეზზე 148 შეხვედრა ჩაატარა და თავის გამოჩენა 119 გოლით შეძლო. ამ პერიოდში, "ლა პულგა" 41 განსხვავებულ მეტოქეს დაუპირისპირდა, ყველაზე მეტჯერ კი "ჩელსის" - 10-ჯერ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]