ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 10 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 10 მარტს მოხდა.
თამაშები
10 მარტს "ბარსელონას" 14-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1981 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო. 2004-2009 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 201 თამაში ჩაატარა და 131 გოლი გაიტანა. კამერუნელმა კატალონიელებთან ერთად 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 2-ჯერ ქვეყნის სუპერ თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ ესპანეთის თასი მოიგო.
1988 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი. 2014-2020 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 311 თამაში ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა. ხორვატმა კატალონიელებთან ერთად 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1991 წელი
"ბარსელონამ" "ბილბაო" ბასკეთში 6-0 გაანადგურა. გოლები სტოიჩკოვმა (4), სალინასმა და ბაკერომ გაიტანეს.
1993 წელი
ევროპის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ვერდერი" "კამპ ნოუზე" 2-1 დაამარცხა, 2 მატჩის ჯამში 3-2 იმარჯვა და თასს დაეუფლა. გოლები სტოიჩკოვმა და გოიკოეჩეამ გაიტანეს.
2007 წელი
"ბარსელონამ" და "რეალმა" "კამპ ნოუზე" 3-3 ითამაშეს. მასპინძელთაგან ჰეთ თრიქი შეასრულა ლიონელ მესიმ. "ელ კლასიკოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა "რეალის" კარში თავისი პირველი გოლები სწორედ ამ შეხვედრაში გაიტანა. გარდა ამისა ეს ლა ლიგაში ლეოს პირველი ჰეთ თრიქი იყო.
ის შეხვედრა ლა ლიგაში მე-100 გამოდგა რაფა მარკესისთვის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]