ალექსანდრ ლაკაზეტს "ბარსელონას" უკავშირებენ
Daily Mail-ის ცნობით, ალექსანდრ ლაკაზეტის წარმომადგენლებმა თავდამსხმელი 3 ევროპულ გრანდს შესთავაზეს. მათ რიცხვში კი "იუვენტუსთან" და "ატლეტიკოსთან" ერთად "ბარსელონაცაა".
2017 წელს "არსენალში" 53 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ, ფრანგ ფეხბურთელს საკუთარი თავის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა.
წლევანდელ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ლაკაზეტმა 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
კატალონიური გრანდი თავდამსხმელის ძიებაშია. ჟოან ლაპორტა კი კლუბს კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის კალიბრის მოთამაშის მოყვანას შეპირდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]