კარგად ვიცით, რომ ბარსა საშიში გუნდია - კეილორ ნავასი

კარგად ვიცით, რომ ბარსა საშიში გუნდია - კეილორ ნავასი

კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩის წინ, "პარი სენ-ჟერმენის" მეკარე, კეილორ ნავასი პრესკონფერენციას მართავს:

ჩვენი მიზანი აშკარაა - მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს. მატჩზე ფოკუსირებულები და 100%-ით მოტივირებულები ვართ.
ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიქნებით და ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. პირველ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, რაშიც დიდი ძალისხმევა ჩავდეთ. შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, რომლებთან ერთადაც წარმატება შეგვიძლია.
კარგად ვიცით, რომ "ბლაუგრანა" საშიში გუნდია. გვენდეთ.
ნეიმარის არყოფნა? გვინდა, მთელი შემადგენლობა მზად იყოს. თუმცა, ზოგჯერ თავს მსგავსი გარემოებები იჩენს. სხვა ფეხბურთელებიც გვყავს, რომელთაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.
შემტევი ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ. გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, განსაკუთრებით - ჩვენს მოედანზე.
"რეალმა" და "ბარსამ" რეგრესი განიცადეს თუ სხვა გუნდები განვითარდნენ? როცა მადრიდელთა რიგებში ვიყავი, მათზე ვსაუბრობდი. ახლა პარიზში ვარ და ჩემს გუნდზე ვკონცენტრირდები. დიდი გუნდი ვართ და "ბარსელონას" წინააღმდეგ ვითამაშებთ - ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
მესი? ეს ისეთი ჯახია, რომელიც ყველას მოტივაციას აძლევს. მათთვის საქმის გასართულებლად და სასარგებლო მომენტების შესაზღუდად ყველაფერს გავაკეთებთ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე მოტივაციაა. ვეცდები, ამ დაპირისპირებით ბოლო წუთამდე ვისიამოვნო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 10 მარტი 2021 15:01
    0
    ისე ეს რა მაგარი მეკარეა და დიდი მეკარეების ჩამოთვლისას რატო არავის ახსენდება?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #11 10 მარტი 2021 09:43
    1
    ციტატა: me da barca
    ნეიმარი გასაგებია, მაგრამ დი მარია იქნება?


    კი, იქნება

    გულშემატკივარი [?]
    #10 10 მარტი 2021 02:15
    0
    ხვაალ კილიანა გოლი უნდა დავწერო.. 2 თან..
    Culé [?]
    #9 10 მარტი 2021 00:52
    0
    გამარჯვებულის მენტალიტეტი როგორ აქვთ მაინტერესებს 😆
    ფანი [?]
    #8 9 მარტი 2021 20:38
    2
    ვაიმე ფეხბურთელებზე მოტივირებული მგონი მე ვარ😁 ამ ჩმორებთან უნდა ვაჩვენოთ ნამდვილი ბარსელონას ძალა
    Culé [?]
    #7 9 მარტი 2021 19:27
    5
    მხოლოდ 4-ჯერ გასიამოვნებენ და მერე დაისვენებ!
    Culé [?]
    #6 9 მარტი 2021 18:26
    3
    რამდენჯერ გაუხვრეტიხარ მესის და კიდე გაგარღვევს იმედია, თან ბევრჯერ ხვალ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მარტი 2021 18:23
    1
    "ვეცდები, ამ დაპირისპირებით ბოლო წუთამდე ვისიამოვნო."
    ეეხ, კი ხარ ღირსი, რო ერთი კარგად გასიამოვნონ, მაგრამ რა გინდა რო ქნა, აღარ არის ის ბარსა მოკლა ბართომ. ჩვენ ის ბარსა აღარა ვართ რეალის შემადგენლობაში ბერნაბეუზე რომ გასიამოვნებდათ ხოლმე მესი.
    ფანი [?]
    #4 9 მარტი 2021 18:23
    2
    ნავას ხვალ მინიმუმ ოთხი გოლი გაუშვი
    აბა შენ იცი ❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 მარტი 2021 17:56
    2
    ნეიმარი გასაგებია, მაგრამ დი მარია იქნება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2021 17:45
    4
    აუ როგორ მინდა ჯარიმა ტენოს ხვლა ამას მესიმ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #1 9 მარტი 2021 17:23
    5
    თან შენ განსაკუთრებით კარგად გაქვს გამოცდილი რეალში თამაშისას, როგორი საშიშიცაა ბარსა