რონალდ კუმანი პსჟ-სთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი პსჟ-სთან მატჩის წინ

"პარი სენ-ჟერმენთან" დაპირისპირების წინ კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელი თავკაცი, რონალდ კუმანი, პრესკონფერენციას მართავს.

შევეცდებით, პსჟ-ს საქმე გავურთულოთ, რაც ჩვენს ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ყოველთვის მაღალ დონეზე ასპარეზობს და ბევრ საგოლე მომენტს ქმნის. თუ კარგად ვითამაშებთ, შეუძლებელი არაფერია.
პირველ შეხვედრაში რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა. კოპა დელ რეიზე თავდაჯერებულობა მოგვემატა, თუმცა 0-2-ს სახლში წაგებულ 1-4-ს ვერ შევადარებთ - ეს ბევრად რთული სიტუაციაა. პარიზული კლუბი ძლიერია, რომელიც ტიტულებისთვის იბრძვის. მოგვიწევს, ბრწყინვალე მატჩი ჩავატაროთ.
ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე დაპირისპირებაში ჩვენი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი ყოფილიყო. ძალიან უიღბლონი ვართ, განსაკუთრებით - ცენტრალურ მცველებთან მიმართებით. მაგრამ, უკვე ვაჩვენეთ, რომ ბევრი შეგვიძლია.
არ ვიცი, ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტება ლეო მესის დარჩენის შანსებს ზრდის თუ არა. თუმცა, მართალია, რომ ლეოს ლაპორტასთან კარგი წარსული აკავშირებს. ვიმედოვნებ, რომ არგენტინელი დარჩება.
ჟოანი ის ადამიანია, რომელიც ფეხბურთელებს დიდ თავდაჯერებას აძლევს. გასახდელ ოთახში კარგი განწყობაა.
ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ხვალ მოედანზე მოხდეს, ისაა, რომ აღმოჩნდეს, თითქოს შეხვედრის მოსაგებად ძალისხმევა დავიშურეთ. გამარჯვებისათვის კარგად თამაში უნდა ვცადოთ.
არა მგონია, რომ პარიზელებს ჩვენი ეშინოდეთ. პოჩეტინოს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ის გუნდს საუკეთესოდ მოამზადებს.
არაუხო? მას ვესაუბრეთ და ვარჯიშის ბოლო ორი კვირა გავაანაზილეთ. ვფიქრობ, ურუგაველის დაბრუნება ვიჩქარეთ, რის გამოც დისკომფორტი კვლავ იგრძნო - არ გვინდა, იგივე განმეორდეს. რონალდს გუნდთან ერთად მეტი ვარჯიში სჭირდება და თუ ყველაფერი კარგად წავა, ის ორშაბათისთვის მზად იქნება.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #15 10 მარტი 2021 14:54
    0
    მაინც 3 მცველიანი ტაქტიკა უმჯობესია ჩემი აზრით და თუ მაინცდამაინც 4-3-3 უნდა წინ დემბელე მესი ტრინკაუს დუეტით უნდა შევუტიოთ.გრიზმანი აჩრდილია თავისი თავის.ისე ნახ დაცვაში რო დადგეს პედრი დეიონგთან ერთად არ იქნებოდა ურიგო დაცვას მაინც მიეხმარება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #14 10 მარტი 2021 02:38
    0
    მე მაინც მგონია რო შანსი 1 % ია. ამიტო 5 მცველის დაყენებას და აქედან თან ერთი რო უმტიტია მეორე მინგესა და მესამე ლენგლე რა აზრი აქვს? ამიტო მაგარი შემტევები უნდა დავუყენოთ ბევრი და მინიმუმ 5 კაცით შევაჯდეთ. დემბელე მესი ტრინკაო გრიზმანი ერთადაც მოჟნა. მეეგრე ვიზამდი. ან გავნადგურდებოდი ან გადავუვლიდი
    ფანი [?]
    #13 9 მარტი 2021 22:18
    1
    შტეგენი
    მინგესა უმტიტი ლენგლე
    ბუსი
    დესტი დე იონგი პედრი ალბა
    მესი დემბელე
    შანსები გვააქ მთავარია სწრაფი გოლი.არავინ იცის რა მოხდება.ხო შეიძლება გოლს წითელი მოყვეს და 10 კაცით დარჩეს ხალიფა.ასე რომ სული გული ყველაფერი მოედანზე უნდა დატოვონ რომც ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.არაუხო პიკე როგორ გვაკლია.იმედი მაქ არაუხო გადასაგდები არ გახდება🙃
    ფანი [?]
    #12 9 მარტი 2021 22:17
    0
    სიზუსტეა მთავარი დანარჩენს მოევლება
    ფანი [?]
    #11 9 მარტი 2021 20:28
    5
    ძალიან მინდა რომ ვაჩვენოთ პსჟ-ს ვინ ვართ, ის 6-1 სანატრელი უნდა გავუხადით, თუ მოხდა სასწაული და ბარსელონამ კვლავ შეძლო ამ მატჩის დაქამბექება ეს იქნება საფეხბურთო ისტორიის ბრწყინვალე ნაწილი რომლის ნახვა, მოსმენა თუ წაკითხვა ფეხბურთის ნამდვილ გულშემატკივრებში ყოველთვის აღძრავს რაღაც განსაკუთრებულნგრძნობას❤️ მიდით ბიჭებო მიდით ჩვენ ბარსელონა ვართ და არასდროს არსად არაფერს არ ვუშინდებით💪💪❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 მარტი 2021 18:41
    0
    კიდევ ერთხელ, იმედია არ დავმარცხდებით. და ხასიათს არ გავიფუჭებენ ლა ლიგაში გვაქვს ბევრი სამუშაო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 მარტი 2021 17:30
    12
    არანაირი 4-3-3 და 4-2-3-1 იმენა 3-5-2 ტაქტიკით უნდა გაიყვანო ხვალ გუნდი სხვა ალტერნატივ არ არსებობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 9 მარტი 2021 16:59
    4

    დემბელე მესი
    გრიზმანი
    ალბა პედრი ფრენკი დესტი
    ლენგლე არაუხო მინგესა
    შტეგენი


    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 მარტი 2021 16:56
    13
    ერთი რაც გვიშველის ესაა 20 წუთის განმავლობაში ვინმე გაუგდონ, 10 კაციან გუნდს უკეთ გაუმკლავდებით და 2 პენალტი დაგვიდონ, მოგონილი კი არა სამართლიანი. satisfied
    მერე დაცვაში ფრთხილი თამაში და შეტევა, შეტევა და კიდევ შეტევა.
    წევრი [?]
    #6 9 მარტი 2021 16:47
    5
    ჟოანი ის ადამიანია, რომელიც ფეხბურთელებს დიდ თავდაჯერებას აძლევს. გასახდელ ოთახში კარგი განწყობაა.

    ეს ძაან კარგია... გუნდის მენტალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია
    Culé [?]
    #5 9 მარტი 2021 16:44
    1
    ციტატა: Always cule
    ციტატა: Nini
    ციტატა: Always cule
    ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ აუცილებლად

    ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად. laughing


    ვაიმე ვიზიარებ, პსჟ-ზე რო უნდა თარგმნო

    მადლობა
    ფანი [?]
    #4 9 მარტი 2021 16:44
    1
    ციტატა: Nini
    ციტატა: Always cule
    ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ აუცილებლად

    ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად. laughing


    ვაიმე ვიზიარებ, პსჟ-ზე რო უნდა თარგმნო
    Culé [?]
    #3 9 მარტი 2021 16:40
    2
    ციტატა: Always cule
    ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ აუცილებლად

    ამ თამაშის წინ ყველაზე მაგარი რაღაც დაემთხვა ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადები და პსჟზე მაქვს სტატია გადასათარგმნი ფრანგულიდან ქართულად. laughing
    Culé [?]
    #2 9 მარტი 2021 16:37
    2
    კარგია არაუხოს რომ არ ათამაშებს ჯერ. ამ თაამაშში შანსები მაინც მინიმალურია და არაუხოს ტრამვა რო გაუმეორდეს ლალიგის დარჩენილ თამაშებში ძალიან დაგვაკლდება.
    ფანი [?]
    #1 9 მარტი 2021 16:36
    7
    ბოლო წამამდე უნდა იბრძოლონ აუცილებლად