ფრენკი დე იონგი პსჟ-სთან მატჩის წინ

ფრენკი დე იონგი პსჟ-სთან მატჩის წინ

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა "პარი სენ-ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხვალ გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ხვალისთვის ჩვენი მთავარი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლა უნდა იყოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და ვნახოთ, რა გამოვა.

ბედნიერი ვარ, რომ "ბარსას" ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს მნიშვნელოვანია. ჟოან ლაპორტას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, რომ პრეზიდენტი გვყვავს. ეს სამომავლოდ კარგია.

ერთიანი გუნდი ვართ. ბოლო დროს საოცარ შედეგებს ვდებთ. ხვალინდელ თამაშზე სრულად კონცნეტრირებულები ვართ.

მორიბა? სიმართლე გითხრათ, მისი კარგი თამაში არ მაკვირვებს. ილაიშს ვარჯიშებზე თვალს ვადევნებ. მას აქ დიდი მომავალი აქვს.

არ ვიცი, სამართლიანი იყო თუ არა 1-4, მაგრამ იმ მატჩში ცუდად ვითამაშეთ.

ნეიმარის გარეშე, რა თქმა უნდა, მეტოქე გუნდი ყოველთვის უფრო სუსტია.

ესპანეთის თასის მოგება გვინდა. ლა ლიგაში მიმდინარე წელს უკეთ გამოვიყურებით და ესპანეთის ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. კარგად ვვარჯიშობთ. არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. გასულ წელს ძალიან ბევრი ვითამაშე. ბედნიერი ვარ და მინდა, ასე გავაგრძელო.

თამაში ხვალ თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 10 მარტი 2021 14:37
    0
    სამ მცველიან ტაქტიკაში დეიონგი დაზიოს უკან და ნახ დაცვაში მორიბა ათამაშოს ან პუჩი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 9 მარტი 2021 20:18
    2
    მიხრია რომ ასეთი განწყობით არიან ფეხბურთელები, ეს ბევრს ნიშნავს და იმედია ჩვენ იმედებს გაამართლებენ
    ფანი [?]
    #9 9 მარტი 2021 19:27
    2
    არაა გამორიცხული,უმტიტს იმდენად არ ენდობა რო,და თან იმდენად მოუხდა გუნდს 3 მცველით თამაში რო
    მინგესა დეიონგი ლენგლეთი გამოვიდეს, და ზევით დესტი ბუსკე მორიბა პედრი ალბა მესი დემბელეე:)
    მშვენიერი ვარისნტი იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 მარტი 2021 19:09
    2
    არ ჩაი- ვათ, ბიჭებოოო....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 მარტი 2021 17:28
    8
    კარიერის მატჩი უნდა დადო ფრენკი ხვალ და არა მარტო შენ მთლიანად გუნდმა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 9 მარტი 2021 16:53
    5
    ხვალ მაქსიმუმი უნდა დადო, კარიერის თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მარტი 2021 16:40
    7
    6:1 შემთხვევაშიც როგორც პირდაღებული დამტოვეს ღმერთმა ქნას ახლაც ისე მოხდეს, თუმცა ამის შანსი ძალიან ცოტაა, თანაც გასვლაზე.
    წევრი [?]
    #4 9 მარტი 2021 16:38
    4
    პიკე და არაუხო რა კაი იქნებოდა 3 ცენტრალური მცველის ტაქტიკაში, ეს ორი ცოტა მაინც დაფარავსა ლენგლეს შეცდომებს... ახლა წარმომიდგენია რა იქნება, 4-3-3 თუ ლენგლე უმტიტი დააყენა
    ფანი [?]
    #3 9 მარტი 2021 16:18
    4
    ამას მოუწევს ალბათ დაცვაში თამაში
    Culé [?]
    #2 9 მარტი 2021 16:17
    8
    სახლში არ უნდა ეყლაპათ ამდენი. აწი აზრი აღარ აქვს ამათ მონდომებას. რომც გავცდეთ არცერთ გუნდთან არ ვიქნებით ფავორიტი. მგონი ჯობია ღირსეულად გამოვარდნენ ( თუ მოახერხებენ ამასაც ) და ლა ლიგაზე გადაერთონ.
    Culé [?]
    #1 9 მარტი 2021 16:14
    7
    ჩვენი ერთერთი "ოქროს ბიჭი"! heart_eyes blush heart_eyes