ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 9 მარტი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 9 მარტს მოხდა.

თამაშები

9 მარტს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1958 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" 7-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ევარისტომ (3), კუბალამ (2), რიბელიესმა და ვილიავერდემ გაიტანეს.

1969 წელი

ხოსე ანტონიო სალდუამ "რეალს" ლა ლიგის ზედიზედ მე-4 თამაშში გაუტანა. "კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკო" 1-1 დასრულდა.

1996 წელი

"ბარსელონამ" "ვალენსიასთან" სტუმრად 1-4 წააგო. კატალონიელთაგან ერთადერთი გოლი გილერმო ამორმა გაიტანა და მისი ეს დარტყმა "ბლაუგრანასთვის" ლა ლიგაში მე-4000 გოლი გამოდგა.

1997 წელი

"ბარსელონასა" და "კომპოსტელას" შორის "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა პირველი სატელევიზიო პროდუქტი იყო, რომელიც ესპანეთში PPV სიტემით (როდესაც ფულს ერთი კონკრეტული თამაშისთვის ცალკე იხდი) გავიდა.

2013 წელი

ლეო მესიმ გოლი ლა ლიგის ზედიზედ მე-17 თამაშში გაიტანა, "ბარსელონამ" კი "დეპორტივო" "კამპ ნოუზე" 2-0 დაამარცხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 10 მარტი 2021 11:33
    0
    გოლი ზედიზედ 17!!!!თმამაშში.გიჟია ეს უპატრონო
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 9 მარტი 2021 16:35
    0
    ხვალ უეჭველი ვიგებთ❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 მარტი 2021 14:07
    0
    არაფერი საინტერესო, ისევ მესის მიღწევა 2013-ში

    ციტატა: გოგიბერიძე
    ხვალ აუცილებელია პირველ ტაიმში მოვიგოთ 2 ბურთით. თუნდაც 1-3 რომ მოვიგოთ მეორე ტაიმში 1 ბურთის გატანის შემდეგ (თუ დაცვამ არ ყლაპა და აქეთ არ გავუშვით) პსჟ წესით პანიკაში უნდა იყოს და უნდა მიაყოლონ კიდე 1 გოლი. დაცვაში ჩაჯდომა არ უნდა არანაირად. როგორც დიდი ენრიკე იტყოდა მათ თუ გაგვიტანეს გასვლაზე 4 ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ 5. დიდი იმედი არ მაქვს (საერთოდ არ მაქვს 😃) მაგრამ ბარსაა და ბიჭებს უნდა უხაროდეთ კიდე ლაპორტას მოსვლა და მოტივაციაც 10 მაგი ექნებათ წესით. პიკე იყოს შაკირაზე საკადრის პასუხს გასცემდა მაგ არასწორებს. დემბელე მესის უნდა გაეხსნათ და მერე უკვე იქნება რაღაცა იმედები. ვისკა ბარსა! barca-4 barca-5 barca-4

    ყველაფერი სწორია, განსაკუთრებით ეს სიტყვები: თუ დაცვამ არ ყლაპა და აქეთ არ გავუშვით...
    ფანი [?]
    #3 9 მარტი 2021 12:03
    0
    ვაქამბექებთ ხვალ, პირველ ტაიმში 2-0 გვინდა მინიმუმ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2021 11:42
    2
    ხვალინდელ თამაშზე იმდენად არ ვინერვიულებ, რადგან შეგუებული ვარ იმას, რომ ჩვენთვის ამ სეზონზე ჩ. ლიგა დასრულებულია. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ რეალისტი ვარ, თანაც სტუმრად ვთამაშობთ. მთავარია არ შევრცხვეთ და ღირსეულად გამოვეთიშოთ. ხშირად ღირსეულად წაგება ჯობია, უღირს მოგებას. გავძლიერდებით და მომავალ წელს გავხევთ ყველას. უკვე მჯერა, რომ მილანი არ გველოდება და დავძლევთ ამ ჩავარდნას. დაღმართს აღმართი მოყვება. barca-1
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 მარტი 2021 11:19
    1