ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 8 მარტი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 მარტს მოხდა.

თამაშები

8 მარტს "ბარსელონას" 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1887 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1935-1940) პატრიკ ო'კონელი.

1931 წელი

"არენას დე გუეჩოსთან" "ლეს კორტსზე" 2-0 მოგებულ შეხვედრაში ლა ლიგაში "ბარსას" ლეგენდის, ჟოზეპ სამიტიერის დებიუტი შედგა.

1934 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი როდრი. 1958-1964 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 126 თამაში ჩაატარა.

1934 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი მარტი ვერგესი. 1956-1966 წლებში "ბლაუგრანას" მაისურით მან 285 თამაში ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

1953 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ბიო. 1977-1979 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

1961 წელი

ჩემპიონთა თასზე ჰრადეც-კრალოვეს "სპარტაკთან" გამართული მატჩის (4-0) წინ ლუის სუარეს მირამონტესს "ოქროს ბურთი" გადაეცა. ამ თამაშს "კამპ ნოუზე" 70 815 ადამიანი ესწრებოდა.

1968 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ხელბურთელი (1968-87, 1989-91) და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჩავი პასკუალი.

1986 წელი

"ბარსელონა" "რეალთან" მადრიდში 1-3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლი ამარილიამ გაიტანა.

1987 წელი

ლა ლიგაში "სარაგოსასთან" სტუმრად წაგება (0-2) "ბარსელონასთვის" ამ ტურნირზე ჩატარებული 1600-ე შეხვედრა გამოდგა.

2005 წელი

რონალდინიოს ჯადოსნური გოლის მიუხედავად "ბარსელონა" "ჩელსისთან" 2-4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

ლონდონელებმა მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გოლი მსაჯის შეცდომით გაიტანეს. ლეგენდარულმა არბიტრმა, პიერლუიჯი კოლინამ მოგვიანებით აღიარა, რომ მას გოლი უნდა გაეუქმებინა.

2014 წელი

"ვალიადოლიდთან" სტუმრად 0-1 წაგებულ შეხვედრაში ხავიერ მასკერანომ ლა ლიგაში თავისი მე-100 თამაში ჩაატარა.

2015 წელი

ლეო მესიმ 40 გოლი ზედიზედ მე-6 სეზონში გაიტანა. "რაიო ვალეკანოსთან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლეომ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.

იმ მატჩში ლუის სუარესმა ლა ლიგაში თავისი პირველი დუბლი გაიფორმა.

2014 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ბარსა" ლა ლიგის სათავეში მოექცა.

2017 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში 0-4 წაგების შემდეგ "ბარსელონამ" პსჟ-ს 6-1 მოუგო და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. მასპინძელთაგან გოლები სუარესმა, მესიმ, ნეიმარმა (2) და სერჟი რობერტომ გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში კურზავამ ჩაჭრა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #9 10 მარტი 2021 14:33
    0
    დღეს ქამბექის დღეა
    --------------------
    ꧁༺Øñ𝖊LᎥfe༻꧂

    ꧁༺Øñ𝖊Łøv𝖊༻.꧂

    ꧁༺ Øñ𝖊ŦͭEͤÅͣMͫ༻꧂ F C b a r c e l o n a
    ფანი [?]
    #8 8 მარტი 2021 16:24
    0
    2017 წელი❤️ წარმოიდგინეთ ახლაც რო შეძლონ და ისევ დააქამბექონ😱
    Culé [?]
    #7 8 მარტი 2021 15:13
    0
    ქამბექიიიი.ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 8 მარტი 2021 15:05
    1
    ეჰ რა დრო იყო!!! ნეტა მომავალ წელსაც ეგ არ გვქონდეს გასახსენებელი და უფრო ახლო ისტორიიდან მოვიგონიოთ გენიალური ქამბექი bowtie
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 მარტი 2021 14:43
    0
    2015 წელი
    ლეო მესიმ 40 გოლი ზედიზედ მე-6 სეზონში გაიტანა. "რაიო ვალეკანოსთან" 6-1 მოგებულ შეხვედრაში ლეომ თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა.
    ღმერთო რა დრო იყო, ლეო რომ მარტო იგებდა თამაშებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 მარტი 2021 14:19
    1
    ნეტა ეგ ქამბექი გავიმეოროთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 მარტი 2021 14:17
    0
    2017 წელი 6-1 პსჟ! როგორღაც 2 დღეში უკუღმა არ დაიწეროს ეგ ციფრები. სულ არ გავპაზორდეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 მარტი 2021 13:53
    0
    არ მახსოვდა თუ ეს სასწაული დღე 8 მარტს იყო.
    ფანი [?]
    #1 8 მარტი 2021 13:32
    1
    6-1 ფარავს ყველაფერს, საოცარი მატჩი, საოცარი ემოცია და უდიდესი სენსაცია. ეჰ...