ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 მარტი
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 მარტს მოხდა.
თამაშები
7 მარტს "ბარსელონას" 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
1979 წელი
თასების მფლობელთა თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" ბობი რობსონის "იფსვიჩთან" ანგარიშით 1-2 დამარცხდა. ეს არის ბოლო შეხვედრა, რომელშიც "ბარსელონამ" თეთრი ფორმებით ითამაშა.
1992 წელი
სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" მსგავსად "ბარსელონამ" და "რეალ მადრიდმა" "კამპ ნოუზეც" 1-1 ითამაშეს. კატალონიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ისევ რონალდ კუმანმა გაიტანა.
1995 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ბრაზილიელი ხელბურთელი ჰანიელ ლანგარო.
1998 წელი
"ბარსელონას" პრეზიდენტის, ნუნიესის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნიდან რამდენიმე საათში გუნდმა "რეალ მადრიდი" 3-0 გაანადგურა. გოლები სონი ანდერსონმა, ფიგუმ და ჯოვანიმ გაიტანეს.
1998 წელი
83 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი (1934-37, 1940-48) ჟოზეპ ესკოლა.
1999 წელი
დაიბადა რონალდ არაუხო.
2001 წელი
ლეო მესიმ "ბარსელონაში" პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა და "ამპოსტასთან" მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
2004 წელი
"მალიორკასთან" გამართულ შეხვედრაში (3-2) ჩავიმ ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა, ხოლო ლუის ენრიკემ ამ ტურნირზე "ბარსას" მაისურით - მე-200 თამაში.
2012 წელი
"ლევერკუზენთან" ანგარიშით 7-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
იმ შეხვედრაში დანი ალვესმა ჩემპიონთა ლიგაზე 50-ე თამაში ჩაატარა, ხოლო კრისტიან ტელიომ ამ ტურნირზე სადებიუტო შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
2021 წელი
ჟოან ლაპორტამ "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]