მესი და დე იონგი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

მესი და დე იონგი დისკვალიფიკაციის ზღვარზე

ფრენკი დე იონგსა და ლიონელ მესის ლა ლიგაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ. ორივე ფეხბურთელს სეზონის დასაწყისიდან 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, კიდევ ერთი გაფრთხილების შემდეგ კი შეხვედრას გამოტოვებენ.

ხვალ "ბარსელონა" "ოსასუნას" დაუპირისპირდება, დისკვალიფიკაციის ამ მატჩში მიღება კი რონალდ კუმანის შეგირდებისთვის დიდ პრობლემას ნამდვილად არ შექმნის - მომდევნო მატჩი ჩემპიონატის აუტსაიდერ "უესკასთანაა" გასამართი, ამ გუნდის დამარცხება კი კატალონიელებმა, წესით, ლიდერების გარეშეც უნდა შეძლონ. 

თუ დისკვალიფიკაცია "გადაიდება", შესაძლოა, "ბარსა" უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. "ბლაუგრანას" მეტოქე "უესკას" შემდეგ "ვალიადოლიდი" და "სოსიედადი", შემდეგ კი მადრიდის "რეალი" იქნება, "ელ კლასიკოს" ასეთი დანაკლისით ჩატარება კი მიზანშეწონილი ნამდვილად არაა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #12 6 მარტი 2021 17:45
    1
    წინა ტურში ბოლო წუთებზე უნდა მიეღოთ ორივეს და ოსასუნასთან ისედაც დაისვენებდნენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 6 მარტი 2021 17:11
    0
    ეგრე რამოსმაც წაიტრაბახა, ყვითელი რო აიღო ბარათების გასანულებლად და ერთი კი არა სამი მატჩით დაადეს ბანი. ფრთხილად უნდა მოიქცნენ, ოდნავ ეჭვზე გამოძიებას დაიწყებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 მარტი 2021 14:41
    0
    ჰე აბა ყვითლები გვინდა დღეს.გოლების მერე თუ მაისურებს გაიხდიან მთლად კარგი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #9 6 მარტი 2021 12:32
    0
    ჩვეულებრივად აიღებენ ყვითელ ბარათს, ბოლობოლო მესი გაიტანს და მაისურს გაიხდის და ფრენკი ცოტას წაიუხეშებს სადმე😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 მარტი 2021 23:17
    0
    ორივე უნდა გაყვითლდეს ხვალ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მარტი 2021 21:42
    0
    ციტატა: Don_Andresito
    უესკასთან და ვალიადოლიდთან შეიძლება ამათ გარეშე თამაში. მართალია ეიბარს ვერ მოვუგეთ ლეოს გარეშე მარა ბრაიტვაიტს მაშინ ორივე ფეხი მარცხენა ქონდა და იიმიტო. ხვალ მიიღოს მესიმ მერე ფრენკიმ ან პირიქით. ძალით არ მიიღონ რამოსივით თორე 3 თამაშიანს აადებენ ორივეს. თU მადრიდისტა მსაჯი გვერგო ოქმში ეგრევე შეიტანს რამე ისეთს რო გაუხანგრძლივოს დისკვალიპიკაცია

    მაგასაც კოხტად მოაყომარებს და შეასრულებს ხუთამდე. რამოსი ხის თავიანია და ქაჯურად გააკეთა.
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 21:08
    1
    ორი სახიფათო შეტევაა ჩასაშლელი, დიდი არაფერი 😁 მესის გაუჭირდება ოღონდ 😆💙❤️
    [?]
    #5 5 მარტი 2021 20:07
    4
    უესკასთან და ვალიადოლიდთან შეიძლება ამათ გარეშე თამაში. მართალია ეიბარს ვერ მოვუგეთ ლეოს გარეშე მარა ბრაიტვაიტს მაშინ ორივე ფეხი მარცხენა ქონდა და იიმიტო. ხვალ მიიღოს მესიმ მერე ფრენკიმ ან პირიქით. ძალით არ მიიღონ რამოსივით თორე 3 თამაშიანს აადებენ ორივეს. თU მადრიდისტა მსაჯი გვერგო ოქმში ეგრევე შეიტანს რამე ისეთს რო გაუხანგრძლივოს დისკვალიპიკაცია
    Culé [?]
    #4 5 მარტი 2021 20:03
    1
    უესკასთან არ იქნება აუცილებელი მესის და დეიობგის ყოფნა ასე რომ მიიღონ არაა პრობლემა ცოტას დაისვენებენ კიდეც❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მარტი 2021 19:11
    4
    უეჭველი ასაკისებელია ბარათები. ისე სევილიასთანაც უნდა ეჩალიჩათ რომელიმეს მაინც
    ფანი [?]
    #2 5 მარტი 2021 18:37
    2
    ოსასუნასთან შეუძლიათ მიიღონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მარტი 2021 18:13
    2
    90-წუთზე ხელით ითამაშეთ და ეგაა.... თუ უბრალო ჯარიმა დაიდო, მსაჯს ეჭყიპინეთ. ოღონდაც "Puta madre" არ უთხრათ, თორემ გაგაწითლებთ ყვითლის მაგიერ და მადრიდული სადისციპლინო კლასიკოს გამოგატოვებინებთ barca-6