ჟოან ლაპორტა თავის შეცდომებსა და წარმატებებზე საუბრობს

ჟოან ლაპორტა თავის შეცდომებსა და წარმატებებზე საუბრობს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 2 დღეა დარჩენილი. 3 კანდიდატიდან ერთ-ერთი, ჟოან ლაპორტა, რომელიც "ბარსელონას" სათავეში მოსვლის უდავო ფავორიტია, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როცა კლუბის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 

ყველაზე დიდი წარმატებები

მემკვიდრეობა, რომელიც დავტოვე. 
UNICEF-თან ერთად მიღებული გადაწყვეტილებების დამსახურებით შევძელი ის, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო გუნდი ჰყავდა. 
ფრანკ რაიკაარდის გუნდში დატოვება, პეპ გვარდიოლას დანიშვნა და ლეო მესის გაყიდვაზე უარის თქმაც იმ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომლებითაც ვამაყობ. 

ყველაზე დიდი შეცდომები

არასდროს გავიმეორებ იმას, რაც დანი გარსია ლარასა და რობერტო ბონანოს გავუკეთეთ. კლუბიდან გაშვების მიზნით ისინი, ფაქტობრივად, გუნდს ჩამოვაშორეთ. 
წასვლის შანსს არც სამუელ ეტო'ოს მივცემდი, ის თავის კონტრაქტს დაასრულებდა. ამასთან ერთად, რამდენიმე შენაძენი იყო, რომელმაც არ გაამართლა. 

ლაპორტა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

"ბარსელონა" მზადაა, ნებისმიერი ფეხბურთელი დაიმატოს, თუ გუნდის გაძლიერება დაგვჭირდება. 
იმედი მაქვს, რონალდ კუმანთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად გაგრძელდება. თუ გუნდს კარგი შედეგები ექნება, ის პოსტზე კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ნებისმიერი მწვრთნელის შემთხვევაში, ეს საკითხი შედეგებზეა დამოკიდებული. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 6 მარტი 2021 17:46
    1
    ეტოოზე ვეთანხმები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 6 მარტი 2021 17:15
    0
    კარგი ფეხბურთელები თუ დაიმატა, კუმანი ნამდვილად რაღაცას მოახერხებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 მარტი 2021 14:39
    0
    იმ წარუმატებელ ტრანსფერებში პირველი ალბათ იბრა იგულისხმა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 6 მარტი 2021 12:31
    0
    კუმანის აუცილებლად უნდა დატოვონ მინიმუმ ერთი სეზონით კიდევ, დღემდე მჯერა რო კუმანმა ვინც მოითხოვა ისინი რომ მოეყვანათ გაცილებიტ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებიდით ახლა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მარტი 2021 21:22
    4
    კუმანი დარჩება, მაგრამ ამისთვის კოპა მაინც უნდა მოიგოს. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა სიტუაცია დახვდა გუნდში და მეტს მართლა ვერ მოთხოვ.
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 21:11
    1
    რამდენი პრობლემა ხვდება გუნდში, მეცოდება ცოტათი
    Culé [?]
    #5 5 მარტი 2021 20:38
    3
    შენ ხარ ერთადერთი იმედი და სიტუაციის ერთადერთი გამომსწორებელი.ერთი სული მაქვს არჩევნებამდე.
    ფანი [?]
    #4 5 მარტი 2021 18:27
    3
    ლაპორტ შენი იმედი გვაქვს
    ფანი [?]
    #3 5 მარტი 2021 17:46
    2
    ეტოს გაშვება მართლა ტეხავს🙁თან ზლატანი მოგვცეს და რამდენი დავუმატეთ კიდე🙁
    Necromancer
    სტუმარი [?]
    #2 5 მარტი 2021 17:45
    0
    იმედი მაქვს ბოტმანს ან ანხელინიოს იყიდის
    Culé [?]
    #1 5 მარტი 2021 17:37
    5
    ვეღარ ვითმენ როდის მოვა 7 მარტიიი.. ლაპორტ❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "