მომდევნო სეზონიდან მორიბა "ბარსელონას" პირველი გუნდის მოთამაშე გახდება

მომდევნო სეზონიდან მორიბა "ბარსელონას" პირველი გუნდის მოთამაშე გახდება

18 წლის ილაიშ მორიბას პროგრესით "ბარსელონაში" ყველა კმაყოფილია. Sport-ის ჟურნალისტის, ალბერტ როგეს ინფორმაციით, მორიბა მომდევნო სეზონში "ბლაუგრანას" პირველი გუნდის წევრი გახდება.

ნახევარმცველის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2022 წლამდეა ძალაში, თუმცა ახალი პრეზიდენტი მორიბას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს. 

მორიბამ, რომელიც კატალონიური კლუბის აკადემიაში 2010 წლიდან ირიცხება, მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" პირველ გუნდში 4 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #11 7 მარტი 2021 11:42
    0
    მშვენიერი 💞
    [?]
    #10 5 მარტი 2021 20:04
    0
    ციტატა: me da barca
    თუ ის 2 შავ-თეთრი ფრანგი გაუშვეს, დიდი ალბათობით მინგესასაც დააწინაურებენ.
    ამას კი მურაბა შევარქვი და ვნახოთ როგორი ტკბილი იქნება.

    მინგესას ნებისმიერ შემთხვევაში დააწინაურებენ, უმტიტის კიდე 90% ით გაუშვებენ, სანამ ტრავმა არ აქვს და თამაშობს ფასი თუ არა მსურველების რაოდენობა მაინც იმატებს. ლენგლეს კიდე მგონია რო არ გაყიდიან. რატომღაც ეგრე მგონია კი არადა დარწმუნებულიც ვარ. თუ რამე არ ქნა კიდე მწარე, მაგალითად გუშინ რო დანიშნულიყო პენალტი, რამე ეგეთზე ამოუვიდოდა ყელში ახალ პრეზიდენტსაც მარა ჯერ ჯერობით მგონია რო არ გაყიდიან. გარსია მოვა 99% ით და არაუხოს ტრავმიანობას და პიკეს ასაკს თუ გავითვალისწინებთ, მინგესას შეხვდება სათამაშო დრო. თან 5 მცველიან სქემაში კარგად ჯდება
    ფანი [?]
    #9 5 მარტი 2021 19:17
    0
    ძალიან კარგი, ესეც და პუჩიც კარგები არიან და მინიმუმ 7-8 სეზონი ნახევარდაცვაში წესით პრობლემა არ უნდა გვქონდეს

    კოლადო მინდა რომ მოსინჯონ ერთხელ, იქნებ იმსახურებს ისიც პირველ გუნდში შანსს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 მარტი 2021 17:53
    0
    თუ ის 2 შავ-თეთრი ფრანგი გაუშვეს, დიდი ალბათობით მინგესასაც დააწინაურებენ.
    ამას კი მურაბა შევარქვი და ვნახოთ როგორი ტკბილი იქნება.
    ფანი [?]
    #7 5 მარტი 2021 16:34
    0
    კარგია, პიანიჩი გაუშვან და მაგის დრო მორიბას და პუჩის გადაუნაწილდეს. ვეინალდუმის მოყვანას ჩვენიანისთვის სჯობს შანსის მიცემა, საერთოდ არ მინდა მაგის ნახვა ბარსაში.
    მინგესაც თუ დაწინაურდება კარგი იქნება, ბალდეს, კოლიადოს, აკომაჩს და ორელიანასაც უნდა მიეცეთ შანსი.
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 16:19
    0
    მინგესას დიდი ალბათობით მოტივაციის მოსამატებლად არ აწინაურებენ, ეტყობა თამაშის მანერაზე როგორი ხასიათიც ექნება და ბოლომდე იბრძოლებს დასაწინაურებლად 😁💙❤️
    წევრი [?]
    #5 5 მარტი 2021 15:10
    3
    ციტატა: ბართომეუს ბოტი
    მე მინგესასაც დავუფასებდი და მივცემდი შანსს, მაგრამ ეგ ალბათ ლენგლე -უმტიტის დარჩენა/არ დარჩენის საკითხზეცაა დამოკიდებული, ეგენი თუ დარჩნენ მინგესას გაუშვებენ ალბათ სხვა გუნდში, ბარსა ბ-ში დაბრუნება უკვე თვითონ აღარ ენდომება.

    უმტიტი/ლენგლეზე მეტს უკვე თამაშობს... მაშინაც კი როცა ჯანზე არიან. ერიკ გარსიაც მოვა ამ ზაფხულს და რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება უკეთესია, ჩემი აზრით. პიკე; ლენგლე; უმტიტი; არაუხო; მინგეზა; გარსია. აქედან ალბათ ერთს ან მაქსიმუმ ორს გაუშვებენ: უმტიტის თუ ტრავმები არ მოიშორა ან ლენგლეს ფულის გამო თუ ვინმემ ბევრი გადაიხადა, სტაბილურობით მაინც არ გამოირჩევა. ორივე თუ გაუშვეს არც ეგ მეწყინება:) სამი ახალგაზრდა პლიუს პიკე დარჩება 2022_მდე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2021 15:05
    1
    ამ ასაკისთვის მშვენივრად თამაშობს.
    Culé [?]
    #3 5 მარტი 2021 15:00
    0
    მაგარი ბიჭია მორიბა.რაც გამოჩნდა უდიდესი პოტენციალი აქვს განვითარების
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #2 5 მარტი 2021 14:35
    1
    მე მინგესასაც დავუფასებდი და მივცემდი შანსს, მაგრამ ეგ ალბათ ლენგლე -უმტიტის დარჩენა/არ დარჩენის საკითხზეცაა დამოკიდებული, ეგენი თუ დარჩნენ მინგესას გაუშვებენ ალბათ სხვა გუნდში, ბარსა ბ-ში დაბრუნება უკვე თვითონ აღარ ენდომება.
    ფანი [?]
    #1 5 მარტი 2021 14:16
    2
    ვიენალდუმის მოყვანას ჯობია ეს დაწინაურონ და სათამაშო დრო მისცენ უფრო მეტი