ფორლანი: "ბარსელონას" სუარესი აკლია, ეს რონალდუს "რეალიდან" წასვლას ჰგავს

ფორლანი: "ბარსელონას" სუარესი აკლია, ეს რონალდუს "რეალიდან" წასვლას ჰგავს

წარსულში ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელი და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი ვარსვკლავი, დიეგო ფორლანი პრესასთან ინტერვიუში "ბარსელონას" ექს-მოთამაშეზე, ლუის სუარესზე კიდევ ერთხელ საუბრობს. 

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შეცდომა იყო. როგორც კი "ბარსელონამ" გამოაცხადა, რომ ის იყიდება, მე უკვე ვიცოდი, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. მე ლუისს მესიჯი მივწერე და ვუთხარი: მომისმინე, შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. არ არის საჭირო ვინმეს რაიმე დაუმტკიცო, უბრალოდ გააგრძელე ეს ყველაფერი მადრიდის "ატლეტიკოში". 

როდესაც ისჯები იმისთვის, რაც არ ჩაგიდენია, როდესაც ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაში ხარ, თამაშობ კარგად, რა თქმა უნდა, ამ დროს შენი მიზანია აჩვენო რა შეგიძლია. "ბარსელონას" აკლია ლუის სუარესი, ეს კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლას ჰგავს, რომელიც უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა არ იყო, ეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის წასვლა გახლდათ.  

როდესაც რონალდუს ან სუარესის მსგავს მოთამაშეებს ყიდი, ისინი მინიმუმ ორი მოთამაშით უნდა ჩაანაცვლო, ამ დროს კი რისკიც მატულობს, რათა ახლებს ადაპტირება სჭირდებათ. მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდი დატოვა, "რეალისთვის" მარტივი არაფერი ყოფილა, იგივე სიტუაციაშია "ბარსელონაც".

- ფორლანის სიტყვებს AFP ციტირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #10 5 მარტი 2021 23:05
    0
    ატლეტიკოში მაინც არ გაეშვათ, პირდაპირი კონკურენტი გააძლიერეს
    [?]
    #9 5 მარტი 2021 20:31
    0
    მეგოლეები დაგვეკარგა ორივეს და ეგაა. პროსტა რეალმა 100 მილიონი იშოვა, ჩვენ კიდე აქეთ გადავიხადეთ სუარესი რო წასულიყო და ატლე გაეჩემპიონებინა

    ციტატა: me da barca
    კონკურენტ გუნდში, რომ უშვებ რა კაია, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნამეტნავად.
    პ.ს. ამ რეკლამებმა ტვინი წაიღო. ლეპტოპში პროსტამოლ უნოს რეკლამა როგორ გამოვრთო ვერ ვხვდები.

    მაგარი სამარცხვინოა მართლა ეს რეკლამა. X იც არ აქვს და მგონი ეგ უფლებების დარღვევაა ხალხის. გასაგებია საიტს ფული ჭირდება მარა ნამდვილად არ უხდება ფეოლას სტატიის ბოლოში რო ჩავდივარ და უცებ პროსტამოლ უნო მხვდება. ბართომეუს ნუ დაემსგავსები ადმინ თორე შენც გადაგაყენებთ :D
    ფანი [?]
    #8 5 მარტი 2021 19:15
    1
    აბსოლუტურად ვეთანხმები 100% მართალია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მარტი 2021 17:38
    0
    კონკურენტ გუნდში, რომ უშვებ რა კაია, ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ნამეტნავად.
    პ.ს. ამ რეკლამებმა ტვინი წაიღო. ლეპტოპში პროსტამოლ უნოს რეკლამა როგორ გამოვრთო ვერ ვხვდები.
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 16:22
    0
    ატლეტიკოში რო არ გაეშვათ უკეთესი იქნებოდა, რეალს მაინც ვაჯობებდით საჩემპიონო რბოლაში, იმათთანაც არის შანსი თუმცა მცირე
    Culé [?]
    #5 5 მარტი 2021 14:59
    2
    ფაქტობრივად ატლეტიკო ახლა ჩვენზე წინ იმიტომაა რო სუა გავუშვით მანდ.რამდენი ქულა მოუტანა ლუისმა ატლეს და რამდენ მატჩში დაგვაკლდა ჩვენ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2021 13:58
    0
    ციტატა: ousmane dembele 11
    დემბელეზე რა ისმის?

    დისკომფორტიო, დაეწყო ყველაფერი თავიდან.
    ახალბედა [?]
    #3 5 მარტი 2021 13:46
    0
    კაროჩე ორივე გუნდს გვინდა ისეთი ვინც მესი რონალდოს ეპოქას ბოლომდე ვერა მარა აი ოდნავ მაინ გააგრძელბს რო აი დავუშVათ ბომბარდირობისთVის რო იბრძოლონ ოქროს ბურთისთვის და კონკურენცია რო იყოს დიდი ეგეთი მე მბაპე ფატი წარმომიდგენია მეტი ვერავინ ან ჰაალანდი
    წევრი [?]
    #2 5 მარტი 2021 13:44
    0
    ციტატა: ousmane dembele 11
    დემბელეზე რა ისმის?

    დემბოს ძაან მცირე დისკომფორტი აქვსო და გუნდთან ერთად არუვარჯიშია მე მგონი.. დიდი ალბათობით უნდა დაასვენოს ოსასუნასთან
    ფანი [?]
    #1 5 მარტი 2021 13:28
    0
    დემბელეზე რა ისმის?