MD: ილაიშ მორიბას მსურველები გამოუჩნდნენ

MD: ილაიშ მორიბას მსურველები გამოუჩნდნენ

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონას" ახალგაზრდა ესპანელი ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას, შეძენით ორი ევროპული კლუბი დაინტერესდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლაიფციგი" ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ. მორიბას "ბარსასთან" მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

თუმცა გამოცემა წერს, რომ მორიბა "ბარსელონაში" ბედნიერია და კლუბის შეცვლას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონში მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, მორიბამ მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო, მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #16 7 მარტი 2021 11:42
    0
    იმედია არ წავა
    ფანი [?]
    #15 5 მარტი 2021 19:07
    0
    არამგონია ბარსელონამ მორიბა დათმოს, აღარაა ბართომეუ პრეზიდენტი და ასეთი სულელური ნაბიჯები არამგონია გადადგას კლუბმა
    ფანი [?]
    #14 5 მარტი 2021 18:41
    0
    იაია ტურეს გაქვს თამაშის მანერით

    იმედია არ ჩააქიმინებენ და სწორად განავითარებენ
    Culé [?]
    #13 5 მარტი 2021 16:36
    0
    გასაყიდი ბევრი ყავს ბარსას, ისინი რატო არ უნდათ? 😆💙❤️
    ფანი [?]
    #12 5 მარტი 2021 16:32
    1
    ეგ სურვილი სურვილად დარჩება.
    წევრი [?]
    #11 5 მარტი 2021 15:00
    2
    ახალი იაია ტურეა ეს ბიჭი. ყოველ თამაშზე ველოდები როდის გამოიყვანს ის მიხარია 😀
    Culé [?]
    #10 5 მარტი 2021 14:53
    2
    არავითარ შემთხვევაში!!!ამას ძაან დიდი პოტენციალი აქვს და უნდა ითამაშოს წესით დიდი ფეხბურთი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #9 5 მარტი 2021 13:11
    2
    როგორ ეტყობა ბარსას რო ხასიათის პრობლემა გვაქვს. ოდნავ მეტი მონდომება ჟილკა და ყველაფერი გამოდით, ასე რო გამოსულიყვნენ პსჟს-თან ბაიერნთან იუვესთან რომასთან ლივერპულთან ეჭვიც არ მეპარება რო არ წააგებდნენ. კუმანმა სულ რო ვერაფერი მოიგოს იმაზეც მადლობელი ვიქნები რო გუნდს ნელნელა უბრუნებს სიცოცხლეს ჯერჯერობით. თუმცა ერთი მატჩი არაფერია მაინც უნდა გააგრძელოს. ცოტა იმედი მომეცა რო ფრანგებთქნ რაცხას იზამენ. მარა გაუშვებენ კიდე გოლს და ლენგლე გვყავს ბოლოსდაბოლოს.
    ფანი [?]
    #8 5 მარტი 2021 12:54
    1
    ციტატა: Barca for life
    ისღა გვაკლია ახლა ლა მასიელები გავუშვათ როცა ისედაც ამდენი გუნდიდან გასაპანღურებელი გვყავს!

    თუ წაიყვანს და უნდა ვინმეს ეგ გასაპანღურებლები ოღონდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მარტი 2021 12:45
    2
    ჯერ არაფერი დაუმტკიცებია, ან რა უნდა დაემტკიცებინა სულ ორჯერ ითამაშა, მაგრამ აქცს მონაცემები, ფიზიკურად ძლიერია და უნდა განვითარდეს, გაიზარდოს. გაყიდვით კი ის ბალასტი გაყიდონ რაც მოსაშორებელია, ფრანგებით დაიწყონ.
    Culé [?]
    #6 5 მარტი 2021 12:31
    1
    მე ჯერ ვერაფერს ვეე ვხედავ ამ ფეხბურთელში განსაკუთრებულს. როგორც აქებდნენ ისეთი ვერარის ჯერ და იმედია აჩვენებს ადრე თუ გვიან თავის ძალაას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 მარტი 2021 12:25
    3
    ისე გემოვნება ყველას აქვს, რატომ გრიზმანი ან დემბელე არ უნდა არავის, ან ბრეიტვეიტი, პიანიჩი, ლანგლე. ყნოსვა აქვთ როგორც ზვიგენებს ერთ წვეთ სისხლზე რო პოულობენ მსხვერპლს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 მარტი 2021 12:03
    1
    იყნოსეს ხორცის სუნი აფთარებმა და მოინდომეს ალბათ კაპიკებში დათრევა, მაგრამ ჩვენი მურაბა არსად არ წავა.
    ფანი [?]
    #3 5 მარტი 2021 11:49
    1
    აბა აუდეთ ეხლა აქედან კაცს აწინაურებენო და ამათმა იუნატედი დაინტრესდაო მუნდოს მონათხზავი არ დაიჯეროთ
    ფანი [?]
    #2 5 მარტი 2021 11:45
    1
    მომინდომეს, მორიბა არ იყიდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 მარტი 2021 11:43
    2
    ააცვან აქედან არ იყიდება ეს ბიჭი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued