ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 მარტს მოხდა.
თამაშები
5 მარტს "ბარსელონას" 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 წააგეს.
1916 წელი
"ინდუსტრიაზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 3-0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან გოლები ვინიალსმა (2) და მარტინესმა გაიტანეს.
1933 წელი
ჟოზეპ სამიტიერმა ყოფილ გუნდს დუბლი შეუსრულა და "რეალ მადრიდმა" "ბარსელონა" 2-1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი ლუის რეგეირომ გაიტანა.
1953 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (2000-2001) ლორენსო სერა ფერერი.
1958 წელი
ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" ლონდონის ნაკრებთან 2-2 ითამაშა.
1986 წელი
"ბარსელონამ" ჩემპიონთა თასის მაშინდელი გამარჯვებული "იუვენტუსი" 1/4 ფინალის პირველ მატჩში "კამპ ნოუზე" 1-0 დაამარცხა. თამაშს 120 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც დღემდე სტადიონის რეკორდად რჩება.
1991 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ქალთა გუნდის ყოფილი კაპიტანი ვიკი ლოსადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]