პიკეს დაზიანება წინა ტრავმის მსგავსად სერიოზული არ არის

პიკეს დაზიანება წინა ტრავმის მსგავსად სერიოზული არ არის

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "სევილიასთან" დაპირისპირების შემდეგ ჟერარ პიკეს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადაუღეს.

შედეგად, დადგინდა, რომ ესპანელ ცენტრალურ მცველს არც მოტეხილობა აღენიშნება და არც მყესების გაწყვეტა.

ჟერარმა ანდალუსიელებთან მატჩისას ძლიერი ტკივილი იგრძნო, თუმცა შეხვედრის ჩამთავრება მაინც შეძლო.

რონალდ კუმანმა მასთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა:

პიკე? ახალი დაზიანება მის წინა ტრავმას არ ჰგავს, ჯერ არ ვიცით, რამე სერიოზულია თუ არა. ხვალამდე მოცდა მოგვიწევს. ჟერარმა ბრწყინვალედ იასპარეზა - იგი ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია - დღეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 4 მარტი 2021 16:32
    1
    პიკანტო ეხლა არ მიგვატოვო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 4 მარტი 2021 14:13
    1
    იგი ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია - დღეს ძალიან მნიშვნელოვან მომენტში გაიტანა.
    აბა წასასვლელია-ო რო განაცხადე მოსვლისთანავე? მახსოვს ალბაც, სუარესიც და ბუსკეტსიცო. აი ეხლა წარმოიდგინეთ მათ გარეშე რა იქნებოდა დღეს გუნდი. სუარესზე აღარ ვლაპარაკობ, მაინც შენსაზე ხარ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 მარტი 2021 12:14
    3
    ბებერი ხარის რქებიც ხნავს❤❤იმედია პსჟ სთან იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 4 მარტი 2021 10:58
    2
    ფაქტიურად პიკემ გვიხსნა ბოლო წამებზე.
    მანამდე კი შტეგომ გვიხსნა, თორემ 15 წუთში 3 ბურთს ან გაიტანდნენ, ან არა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 მარტი 2021 10:33
    3
    იმედია სერიოზული არაფერია დაისვენოს მომდევნო მატჩში არაა პრობლემა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #8 4 მარტი 2021 09:36
    7
    MALUMA,
    ბოღმა ახრჩობთ ძმა,ვაფშე მაგ სალობიე საიტზე რატომ შედიხართ??? იციან თავიანთი კლუბი 90% ტიტულის გარეშე დარჩება და ყოველი ნაბიჯი შურთ ბარსასი
    Culé [?]
    #7 4 მარტი 2021 09:34
    7
    რახან მოედანზე შემობრუნდა და რახან თამაში ბოლომდე ჩაატარა ესეიგი არაა დიდი ტრავმა. ისე კი ამ ბოლო ორ თამაშში გამოჩნდა რამდენს ნიშნავს პიკე გუნდისთვის, გოლზე არაა საუბარი, სევილიასგან ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გოლს რომ არ მიიღებ უკვე კარგი შედეგია და ვფიქრობ ეს დიდწილად პიკეს ლიდერული თვისებების დამსახურებაა, სხვა საქმეა შტეგოს მოგერიებული პენალტი, აი ზუსტად ეგ ამტკიცებს იმას რასაც ამდენი ხანია ვიძახი, კარგი დაცვა სჭირდება მაგ კაცს და ჩვენი კარი ქაჯეთის ციხეზე მიუდგომელი გახდებათქო❤️🤗 რავი კოდევ ერთხელ ვიტყვი რომ გუშინ დაცვის ხაზმაც კი საუკეთესო მატჩი ჩაატარა წლევანდელ სეზონში, მიუხედავად მინგესას პენალტისა. ეგ ბიჭიც აშკარად საჭიროა გუნდში და მე მაინც ძაან მომეწონა გუშინ მაგის თამაში❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #6 4 მარტი 2021 09:29
    13
    არ მიყვარს ასეთი ფრაზები, თუმცა სულ რომ არაფერი აკეთოს პიკეა და ძირითადში უნდა იყოს. მარტო ყვირილით იმდენს აკეთებს რამდენსაც ლანგლე და უმტიტი სირბილით ვერ ახერხებენ.
    ბარსაზე გაგიჟებული, სულით კულეა 💙❤️
    ფანი [?]
    #5 4 მარტი 2021 08:53
    9
    ძალიან გვჭირდება ახლა სეზონის დასკვნით ნაწილში და იმედია არაფერი სჭირს, არაუხოს და ამას ხო ვერ ეღირსათ ერთათ თამაში
    Culé [?]
    #4 4 მარტი 2021 03:51
    10
    მე რომ ვიყო და ჩემზე იყოს დამოკიდებული კაპიტნის სამკლავურს ამას ჩავაბარებდი,კლუბის პრეზიდენტობისთვისაც შესაფერისი კანდიდატია.პრეზიდენტისთვის და კაპიტნისთვის ყველა საჭირო თვისებას ფლობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მარტი 2021 03:46
    6
    კარგია გადავრჩით აბა !
    წევრი [?]
    #2 4 მარტი 2021 03:45
    14
    სულ ამის ხმები ისმის თამაშის დროს 😃 სულ ამხნევებს გუნდს და მოტივაციას აძლევს, მართლახ კარგი ლიდერია და იმედია კარგადაა...
    ფანი [?]
    #1 4 მარტი 2021 03:44
    7
    კიდე კაი თორე ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის