ადრიანო ჩავიზე, მესისა და სუარესზე
- 3-03-2021, 20:38
-
DaviD_ViLLa_7
- 7

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ადრიანომ Esports COPE-სთან ინტერვიუში ჩავი ერნანდესის, ლიონელ მესისა და ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.
ჩავის "ბარსელონაში" დასაბრუნებლად ყველაფერი აქვს. ის კლუბს იცნობს. მან იცის, როგორია კატალონიელთა შიდა სამზარეულო. ვფიქრობ, იმისათვის, რომ "ბლაუგრანამ" ძველი დიდება დაიბრუნოს, "ბარსას" ისეთი ადამიანები სჭირდება, რომლებიც კლუბს კარგად იცნობენ.
მესის ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს. მას, შესაძლოა, წასვლა და ძალების სხვა ჩემპიონატებში მოსინჯვა უნდა. არ ვიცი, რას ვეტყოდი ლეოს. საბოლოოდ მან უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება კომფორტულად. ის კონკურენტულ გუნდში უნდა იყოს.
სუარესის ტრანსფერი? ვფიქრობ, "ბარსამ" შეცდომა დაუშვა. ვხედავ, როგორი მდგომარეობაა ახლა. პანდემიის გამო ფეხბურთში ნორმალური სიტუაცია არაა. ჩემი აზრით, ლუისის გაშვება შეცდომაა. მისი გაყიდვა ტიტულისთვის ბრძოლაში პირდაპირ კონკურენტ გუნდშიც შეცდომაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]