Barcamania-ს მომხარებლების შემადგენლობა "სევილიასთან" მატჩისთვის
- 3-03-2021, 20:25
-
barcaman
- 15

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა 300-მდე გულშემატკივარმა მიიღო. საინტერესოა, რომ უკლებლივ ყველამ უპირატესობა 3-5-2 წყობას მიანიჭა. 4-3-3 წყობას ერთი ხმაც კი არ შეხვედრია.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ხმების 100% აიღო, რა თქმა უნდა, ლეო მესია. ყველაზე ცოტა ხმა კი ნეტუმ (1), ინიაკი პენიამ (1), ჟუნიორ ფირპომ (2) და მარტინ ბრეითუეიტმა (3) მიიღეს.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "სევილიასთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, მესი, დემბელე.
ეს ზუსტად ის შემადგენლობაა, რომელმაც 4 დღის წინ სევილიაში 2-0 მოიგო.
თამაში 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 და Adjarasport.tv წარმოგიდგენთ.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ "ბარსელონა", მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]