მოიზე კინი "ბარსელონასთან" არ ითამაშებს
- 3-03-2021, 19:47
-
DaviD_ViLLa_7
- 12

"პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონასთან" მატჩს დანაკლისით ხვდება. ფრანგულ გუნდს 10 მარტს "ბლაუგრანასთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩში იტალიელი თავდამსხმელი მოიზე კინი არ ეყოლება.
RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის შემტევს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის "ბარსასთან" არ ითამაშებს.
პსჟ-ს "ბარსელონასთან" მატჩში არც ხუან ბერნატი ეყოლება. საეჭვოა ნეიმარის, ანხელ დი მარიას, მარკო ვერატისა და ალესანდრო ფლორენცის თამაში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]