ანტუან გრიზმანი ისევ თადარიგში დარჩება | COPE

ანტუან გრიზმანი ისევ თადარიგში დარჩება | COPE

"ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "სევილიასთან" დღეს გასამართი მნიშვნელოვანი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ ითამაშებს. ამ ინფორმაციას Esports COPE ავრცელებს.

"ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა შაბათს "სევილიასთან" გუნდი 3-5-2 სქემით ათამაშა და თანაც საკმაოდ წარმატებითაც. კატალონიელებმა შეხვედრა 2-0 მოიგეს. ძირითადში არ იმყოფებოდა გრიზმანი. უფრო მეტიც, ანტუანს მოედანზე არცერთი წუთი არ გაუტარებია.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი აპირებს, გუნდი დღესაც იმავე ტაქტიკითა და შემადგენლობით ათამაშოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 29 წლის შემტევი ზედიზედ 3 მატჩი სათადარიგოთა შორის იქნება. გამოდის, რომ კატალონიელები 0-2 ჩამორჩენის აღმოფხვრას გრიზმანის გარეშე შეეცდებიან.

თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 4 მარტი 2021 14:56
    0
    დაჯდა ეს სკამის სახეხად?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 მარტი 2021 04:01
    0
    არ იყო ამის ადგილი ბარსაში თავიდანვე, შეცდომა იყო ამის ყიდვა, მითუმეტეს მაგ ფასში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 3 მარტი 2021 23:47
    0
    M10 S9 D11,
    რად უნდა აზრზე მოსვლა.ამას უნდა წინ კლასიკური ფორვარდი და მის უკან ირბენს გიჟივით.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 3 მარტი 2021 21:57
    1
    ძაან კარგი ეგება ცოტა აზრზე მოვიდეს და მიხვდეს ბოლო-ბოლო სად თამაშობს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #6 3 მარტი 2021 21:17
    1
    რანაირად ეთანხმებით გუნდს 2 მინიმუმააქ გასატანი... ეს ტაქტიკაც დიდი ალბათობით გაშიფრულია. 3 შემტევი აუცილებელია იქნებ 90 წუთშივე მოვამთავროთ საქმე. ჩემიაზრით სევილია კონტრაზე ითამაშებს და დაცვას გააძლიერებენ ამიტომ ვისაც გატანა შეუძლია უნდა დააყენოს ვფიქრობ 3-4-3 კარგი ვარაიანტია ბურთი არუნდა გავუშვათ თორე მერე 4 გვექნება გასატანი რაც ნამდვილად რთული იქნება. დაცვის დროს გადავალთ 5 მცველიან ტაქტიკაზე 5-2-3 ბუსიც ქვევით იქნება ჩაწეული დღეს ფრენკიმ მაგრად უნდა იყოჩაღოს. მოკლედ წარმატებები ბიჭებს!
    Culé [?]
    #5 3 მარტი 2021 19:49
    0
    ეგ ტაქტიკა უკვე გაშიფრული ექნებათ და ჯობია შეცვალონ უფრო მოულოდნელი რომ იყოს. თორე ვაბშე. აღარ შეგვიტევენ და ეგ 5 მცველი იდგნენ თავისთვის. გუნდს ამხელა უპირატესობა აქვს დასაქაჩი და გრიზმანი კიარა ვისაც გატანა შეუძლია ყველა უნდა დააყენოს.
    Culé [?]
    #4 3 მარტი 2021 19:37
    3
    120 მილიონი გადაიყარა იმისთვის რომ სათადარიგოთა სკამიდან ადევნოს თამაშებს თვალი.
    ფანი [?]
    #3 3 მარტი 2021 19:28
    2
    ეგრე სჯობს ნამდვილად, 3-5-2 და წინ მესი და დემბელე, გამოგვადგება მაგის სისწრაფე
    Culé [?]
    #2 3 მარტი 2021 19:22
    3
    მეტის ღირსია, თვითონ ბარსაა ცოდო რო ორი ბურთი დასაქაჩი გაქვს და 120 მილიონს სკამზე ტოვებ. იმას აღარ შევეხები 130 მილიონი რო ირბენს არის თუ არა ხეირის მომტანი 😁
    ფანი [?]
    #1 3 მარტი 2021 19:04
    2
    ვფიქრობ იგივე შემადგენლობამ უნდა დაიწყოს და გრიზმანი 70 წუთზე მაინც უნდა გამოიყვანოს, თუ ჩვენთვის კარგად წარიმართა თამაში ბოლო წუთებში დაცვაში მაინც გამოგვადგება შეტევაში მაინც ვერაფერს აკეთებს🙄🙂