სკანდალური საქმე - "ბარსას" ზარალის ოდენობა მილიონზე მეტს შეადგენს
- 3-03-2021, 01:10
-
DaviD_ViLLa_7
- 12

კატალონიის რეგიონალური პოლიციის შეფასებით, გასული წლის Barca Gate-ის სკანდალურმა საქმემ "ბარსელონა" ფინანსურად აზარალა. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.
Barca Gate "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტის, ჟოზეპ მარია ბართომეუს კამპანია იყო, რომლის საშუალებითაც იგი იმიჯის ამაღლებასა და კლუბის ლეგენდებისა და ამჟამინდელი ლიდერების დისკრეტიდაციაზე მუშაობდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით პოლიციამ 2 დღის წინ ბართომეუ, ოსკარ გრაუ, ხაუმე მასფერერი და რომან გომეს პონტი დააკავა, თუმცა გუშინ სასამართლომ ყველა მათგანი გაათავისუფლა.
კატალონიის პოლიციის დასკვნით, ბართომეუს ბორდმა საკუთარი იმიჯის გასაუმჯობესებლად ფული კლუბის ბიუჯეტიდან გადაიხადა. RAC1-ის ცნობით, როგორც ირკვევა, ამ სკანდალური საქმით გამოწუვეული "ბარსას" ზარალის ოდენობა 843 000-დან 1 220 700 ევრომდე შეადგენს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]