ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით - ანსუ ფატი ერიკ გარსიაზე
- 2-03-2021, 23:30
-
Tsitsi
- 13

კატალონიის "ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, ანსუ ფატიმ კლუბის ოფიციალურ არხთან საუბრისას ყოფილ თანაგუნდელსა და ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მცველზე, ერიკს გარსიაზე ისაუბრა:
ჩვენ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ერთმანეთს კონკურენციას ვუწევდით. ერიკი განვითარებაში დამეხმარა.
გარსია მუდამ იბრძოდა და მისი დრიბლინგით ჩამოშორება რთული იყო. მოგვიანებით, მას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში შევხვდი, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდით.
ინგლისელთა 20 წლის უკანახაზელს, რომელიც ანსუმანესთან "ბარსას" აკადემიაში ასპარეზობდა, "ქალაქელებთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება და, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]