სემედუ "ბარსადან" წასვლაზე: მითხრეს, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა
- 2-03-2021, 23:18
-
DaviD_ViLLa_7
- 13

"ბარსელონას" ყოფილმა და "ვულვერჰემპტონის" ამჟამინდელმა მარჯვენა მცველმა ნელსონ სემედუმ კატალონიური კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.
27 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანაში" 3 სეზონი გაატარა. პორტუგალიელი ინგლისურ კლუბს გასული წლის ზაფხულში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ბონუსების სახით "ბარსა" კიდევ 10 მილიონს მიღებს.
გასულ ზაფხულში, როდესაც არდადეგებიდან დავბრუნდი, ოჯახთან ერთად ბარსელონაში გავემგზავრე და ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე. განმიმარტეს, რომ "ბარსას" ეკონომიკური პრობლემები შეექმნა და ერთ-ერთი წამსვლელი ფეხბურთელი ვიყავი, რათა კლუბს ფული გამოემუშავებინა.
ასეთ სიტუაციაში ბევრი მოთამაშე აღმოჩნდა - ლუის სუარესი, არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩი. კორონავირუსის გამო ყველა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. როდესაც ტრიბუნებზე გულშემატკივრები არ იმყოფებიან, ნებისმიერი კლუბი ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ფანები მუზეუმსაც კი ვერ სტუმრობდნენ.
ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ცოტათი მაინც გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ წამოსვლის ნება დამრთეს. "ვულვერჰემპტონში" გადმოსვლა ძალიან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ამაზე მეორედ არ დავფიქრებულვარ.
- ციტირებს სემედუს სიტყვებს The Telegraph.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]