"სევილიასთან" მატჩის მსაჯი ცნობილია
- 2-03-2021, 22:22
-
DaviD_ViLLa_7
- 11

ცოტა ხნის წინ ესპანეთის თასის 1/2-ფინალში "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ხვალ გასამართი განმეორებითი თამაშის მსაჯის ვინაობა ცნობილი გახდა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, "სევილიასთან" მნიშვნელოვან შეხვედრაში 37 წლის გამოცდილი ესპანელი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იმსაჯებს.
მარტინესმა მსაჯობა 2005 წელს დაიწყო. 2010 წელს იგი ესპანეთის მე-3 დივიზიონში დააწინაურეს, 2011 წელს კი - მე-2 დივიზიონში. 2015 წლიდან მას ლა ლიგის მატჩები ანდეს. ესპანეთის ჩემპიონატში მისი მსაჯობით პირველი თამაში 2015 წლის აგვისტოში გაიმართა. 2017 წელს მარტინესი FIFA-ს არბიტრი გახდა და ევროპის ლიგაზე მსაჯობა დაიწყო.
37 წლის არბიტრს "ბარსელონას" მატჩებში 22-ჯერ უმსაჯია. აქედან კატალონიელებმა 17 თამაში მოიგეს, 3 წააგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს. მარტინესმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს 40 ყვითელი ბარათი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.
"ბარსას" ბოლო შეხვედრა, რომელიც ესპანელმა არბიტრმა განსაჯა, 3 თებერვალს გამართული ესპანეთის თასის 1/4-ფინალური "გრანადასთან" მატჩია. კატალონიელები 88-ე წუთამდე ანგარიშით 0-2 აგებდნენ, ძირითად დროში კი მათ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა", საბოლოოდ, 5-3 მოიგეს.
"სევილიას" მონაწილეობით მარტინესმა 13 თამაშში იმსაჯა, რომელთაგანაც ანდალუსიელებმა 7 შეხვედრა მოიგეს, 4 წააგეს, 2 კი წააგეს. არბიტრმა "სევილიას" მოთამაშეებს ყვითელი ბარათი 33-ჯერ უჩვენა, წითელი ბარათი კი - არც ერთხელ.
ხოსე მარია სანჩეს მარტინესს ვიდეორეფერის ოთახიდან 34 წლის მსაჯი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა დაეხმარება.
ბენგოეჩეას მსაჯობით "ბარსელონას" ასეთი სტატისტიკა აქვს: 15 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. მან კატალონიელთა ფეხბურთელები 43-ჯერ გააფრთხილა. ესპანელ არბიტრს "ბარსას" მოთამაშე არც ერთხელ არ გაუძევებია.
აქვე დავძენთ, რომ "ბარსელონას" ხვალ "სევილიას" 2-ბურთიანი უპირატესობის დაძლევა მოუწევს. კატალონიელებმა პირველი 1/2-ფინალური მატჩი 0-2 წააგეს.
თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]