მესი ყოველთვის მეუბნება, რომ მიწაზე მყარად ვიდგე - ანსუ ფატი

მესი ყოველთვის მეუბნება, რომ მიწაზე მყარად ვიდგე - ანსუ ფატი

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ტალანტი, ანსუ ფატი კლუბის ოფიციალურ არხთან ბოლოდროინდელ თემებზე საუბრობს:

Laureus World Sports-ის ჯილდოზე ნომინირება? დიდი პატივია. უბრალოდ შეხედეთ, სიაში როგორი დიდებული სპორტსმენები არიან.
შესანიშნავი იქნება, თუ ამ პრიზს დავეპატრონები, მაგრამ ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი მაინც მონაწილეობის მიღებაა. 
"ბარსას" პირველ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო, რის ასახდენადაც ყოველ დღე მთელი ძალებით ვმუშაობდი. "ლა მასიას" ყველა მოთამაშეს ეს სურვილი აქვს. მინდა, რომ აქ რაც შეიძლება, მეტს მივაღწიო.
რეკორდების დამხობა? ყველა რიცხვი ჩემთვის უნიკალურია. როცა მოედანზე ხარ, არასდროს იცი, რა მოხდება. შეხვედრების შემდეგ ყოველთვის გაოცებული ვარ ხოლმე, რომ ახალი რეკორდი დავამყარე.
მესი? მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით თამაში და მისგან სწავლა ჩემი ოცნება იყო.
ლეო ყოველთვის მირჩევს ხოლმე, რომ მიწაზე მყარად ვიდგე.
ჩემს გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის ყოველდღე მადლობას ვუხდი. მათ გარეშე ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი.
ტოპ 5 ფეხბურთელი? ვალდესი - პუიოლი - ჩავი ან ინიესტა - მესი - რონალდუ.

Laureus World Sports Awards 20 წელიწადზე მეტია სპორტის გამორჩეულ მოღვაწეებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოვებს, თუმცა ძირითადად ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს.

ანსუ ფატის კონკურენტები იქნებიან:

  • პატრიკ მაჰოუმსი (ამერიკული ფეხბურთი)
  • ხოან მირი (მოტოსპორტი)
  • დომინიკ ტიემი (ჩოგბურთი)
  • იგა სვიონტეკი (ჩოგბურთი)
  • ტადეი პოგაჩარი (ველოსპორტი)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #14 4 მარტი 2021 02:51
    0
    ციტატა: nika 54
    რა რონალდუ, სულ გააფუჭა ინტერვიუ.

    რატო ცუდი არჩევანია თუ რა??? რონალდუს რას უწუნებ ვითომ???
    --------------------
    უსმან შენგტენე
    ფანი [?]
    #13 3 მარტი 2021 18:58
    0
    ლეო მესიზე უკეთეს მასწავლებელს ნამდვილად ვერ იპოვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 3 მარტი 2021 14:03
    0
    რა რონალდუ, სულ გააფუჭა ინტერვიუ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 3 მარტი 2021 03:53
    0
    როდის დაბრუნდება როგორ გვაკლია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 3 მარტი 2021 00:47
    1
    Don_Andresito,
    ეგ ახლაც შეიძლება.მარცხენა ფლანგის აჩქარებაზე მაქვს საუბარი.გრიზმანმა უნდა გახეხოს სკამი უბრალოდ და ტრიო დემბელე მესი ტრინკაუთი დაკომპლექტდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #9 3 მარტი 2021 00:45
    2
    ციტატა: El pistolero 9
    რა ვეღარ დაბრუნდი ანსუუუ.სანამ დაიმტვრროდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო ხო მგონი?

    კი 2 თამაშში 3 გოლი, მეოთხე რეალს შეუგდო. 4 გოლზე დემბელე ჯერ ვერ ავიდა, ეხლა ალბათ 10-12 ექნებოდა. მარა დარჩა 4 ზე. გვაკლია მაგრად მარცხენა ფლაგინდან სწრაფი მოთამაშე, ალბაზე წევს მთელი კრაი. არადა რას დაგვხატავდა მარცხნივ ეხლა სწრაფი გოლეადორი და დაგეშილი ფატი
    ფანი [?]
    #8 3 მარტი 2021 00:36
    1
    აუ როდის დბრუნდება რა ეს ბიჭი, მაგრად აკლია გუნდს მისი სითამამე და სითავხედე შეტევაში
    Culé [?]
    #7 2 მარტი 2021 23:14
    2
    რა ვეღარ დაბრუნდი ანსუუუ.სანამ დაიმტვრროდა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო ხო მგონი?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 2 მარტი 2021 22:33
    1
    როგორ მეიმედება მისი 😍 ამ ასაკშიც კი გრიზმანზე კარგად ასრულებს შეტევებს, ბარსას გრიზმანზე ვამბობ 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 მარტი 2021 22:27
    3
    როგორ მიდის ამის გამოჯანმრთელების საკითხი, რატომ არაფერი იწერება? ისეა გასაიდუმლებული, გეგონება სახელმწიფო საიდუმლოა.
    Culé [?]
    #4 2 მარტი 2021 21:01
    0
    მესიმ არ გიხრა რო პატარა ხარ და ამდენი დატვირთვა კაი არაა, ნაკრებშიც რო გავარდი და არაფრის მომცემ ამხანაგურებში თავი გადაიღალე, მესი უნდა შეცვალოსო და ამ ეტაპზე დემბელეს კი ცვლი ღირსეულად
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 მარტი 2021 20:59
    0
    როდის უწევს დაბრუნება
    ფანი [?]
    #2 2 მარტი 2021 20:37
    1
    ჩასუქებულა სახეზე ვაჟკაცი
    ფანი [?]
    #1 2 მარტი 2021 20:19
    3
    როგორ გვაკლია ფატი, ეს რო ყოფილიყო ამდენ ქულას არ დავკარგავდით.