პაპუ გომესი: "კამპ ნოუზე" კარგი შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება

პაპუ გომესი: "კამპ ნოუზე" კარგი შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება

"სევილიას" არგენტინელმა შემტევმა, პაპუ გომესმა "ბარსელონასთან" გასამართ საპასუხო მატჩზე ისაუბრა, რომელიც ესპანეთის თასის 1/2 ფინალის ფარგლებში შედგება.

როცა მესი ჩართავს, მას ყველაფერი შეუძლია. მასთან და სხვა მოთამაშეებთან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ვიმედოვნებ ეს ლეოს დღე არ იქნება. ჩვენ ერთი ნაბიჯი დაგვრჩა, ვიცით საკუთარი სირთულეების შესახებ, ამიტომაც "კამპ ნოუზე" კარგი შედეგის მიღწევა მარტივი არ იქნება. ჩვენ დიდი უპირატესობით მოვდივართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკეთ მოქმედება გვმართებს, ვიდრე წინა მატჩში, რათა წინ გავიდეთ.

- ციტირებს გომესის სიტყვებს ABC de Sevilla.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 3 მარტი 2021 14:05
    0
    ჩვენ დიდი უპირატესობით მოვდივართ,
    ორი მაგხელა უპირატესობით მოდიოდა პსჟ-ც მაგრამ რა გინდა როგორც ამბობ ლეომ "ჩართო"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 3 მარტი 2021 03:53
    0
    უნდა გადავუაროთ ამათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #9 3 მარტი 2021 00:35
    1
    არაა ისეთი ანგარიში რომ ვერ შეძლოს ბარსელონამ მისი აღმოფხვრა, როგორც წინა მატჩში არ დაუთმეს ბურთი და შეჭამეს ყველა მომენტში ზუსტად ეგ გვჭირდება და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება, იმედია კოპას მაინც მოვიგებთ
    Culé [?]
    #8 2 მარტი 2021 23:13
    0
    აბა ჰე თქვენ იცით ბიჭებო.აქვე დავწერ რო თუ ლა ლიგა 5 ქულით წავაგეთ ლენგლეს პირადად ამოვუტრიალებ ყველაფერს რაც აბადია კადისთან ორჯერ გამოქლიავებისთვის
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 2 მარტი 2021 22:29
    0
    თავიდანვე უნდა მივაწყდეთ 1 თუ გავიტანეთ პირველ წუთებში მერე შოკი უნდა შევუქმნათ და მივაყოლოთ მეორეც და დალშე კანტრშეტევებზე დემბელეს გაუგდონ და დაიკიდონ. რავი კუმანზე კაი რამე კი მოვიფიქრე ალბათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 მარტი 2021 22:21
    0
    ესენი დაადუღებენ, ჩააბეტონებენ დაცვას, მაგრამ არსებობს ბეტონის საწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც ხვრეტს ბეტონს და მერე ფეთქდება, ამ რაკეტას "მესი" ქვია. იმედია ნესტიანი არ იქნება ეს რაკეტა და მართლა აფეთქდება.
    ფანი [?]
    #5 2 მარტი 2021 20:20
    1
    დავაქამბექებთ!
    წევრი [?]
    #4 2 მარტი 2021 19:50
    1
    ლიგაზე შანსები 0-ა, ლა ლიგაში არის ჯერ მაინც ინტრიგა და შანსები მარა, თასის მოგება მაინც ყველაზე რეალური ვარიანტია, ამიტო ჯერჯერობით სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ხვალ, იმედია იზამენ რამეს
    ფანი [?]
    #3 2 მარტი 2021 19:37
    1
    გატანაზე უფრო გაშვება მაღელვებს. 1 მაინც თუ გავუშვით მერე 4 დაგვჭირდება და 4 გოლის გატანა პრაქტიკულად გამორიცხული იქნება. ფატი მალე უნდა დაბრუნდეს რომ მოუმატოს გუნდმა გატანას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მარტი 2021 19:29
    1
    იმედია მესის დღე იქნება, შენი არა.
    Culé [?]
    #1 2 მარტი 2021 19:24
    1
    კიდევ გაიტანს ლეო, ვერ იტანს სევილიას და არ დაინდობს დიდი ალბათობით არც კამპ ნოუზე, მითუმეტეს ასეთი ფორმა აქვს აკრეფილი, მთავარი ისაა მაინც ძალიან ყრუ დაცვა არ ითამაშონ, ისედაც უჭირთ მაღალ სისწრაფეზე თამაში ჩვენებს და ორი გოლის გატანა სულ მცირე, გაუჭირდებათ მაინც. თანაც შანსები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ