ლა ლიგამ სახელფასო ლიმიტები შეამცირა

ლა ლიგამ სახელფასო ლიმიტები შეამცირა

Sport-ის ინფორმაციით, მომავალ ზაფხულში ლა ლიგის გუნდებს სახელფასო ლიმიტი დაუწესდებათ და მათ შორის "ბარსელონაც" იქნება.

წყაროს ინფორმაციით, მენეჯმენტმა ხსენებულ საკითხზე საჯარო განცხადება დღეს გააკეთა და ხაზი კლუბების წლიურ შემოსავლებზე COVID-19-ის ზეგავლენას გაუსვა - გასულ სეზონში პანდემიამ გათამაშებას 1 000 მილიონამდე ზარალი მოუტანა.

კლუბების შემთხვევაში, კრიზისი გაცილებით დიდია. "ბარსა", "რეალი" და "ატლეტიკო" ფეხბურთელთა ხელფასების შემცირების აუცილებლობის წინაშე დგანან, ისევე, როგორც კიდევ 17 გუნდი. მოთამაშეების გარდა, შესამცირებელია მწვრთნელის, მათი ასისტენტებისა და ფიზიკური მომზადებების მწვრთნელის წლიური გადასახადები.

ლა ლიგის მონაცემებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი მატჩის ბილეთებისა და მოთამაშეების გაყიდვიდან მიღებული პოტენციური თანხაა.

"ბლაუგრანას" შემთხვევაში, მაქსიმალური სახელფასო ბიუჯეტი წინა სეზონთან შედარებით 35 მილიონით ევროთი შემცირდა და 347 მილიონი გახდა.

კლუბი, რომელსაც თანხის შემცირება ყველაზე დიდი დოზით მოუწევს, მადრიდის "რეალია", რომელსაც, ამავდროულად, ყველაზე დიდი სახელფასო ლიმიტი აქვს. ამ სეზონში ზიდანის გუნდმა ხელფასები 48 მილიონით შეამცირა.

რაც შეეხება "ატლეტიკოს", მადრიდელებმა იგი 34 მილიონით შეამცირეს.

აღნიშნული შემცირებები მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სარფიან გარიგებებს გაართულებს.

ლა ლიგის სახელფასო ლიმიტი:

რეალი 420 მილიონი

ბარსელონა 347 მილიონი

ატლეტიკო 218 მილიონი

სევილია 180 მილიონი

ვილიარეალი 140 მილიონი

ატლეტიკი 110 მილიონი

ვალენსია 93 მილიონი

ბეტისი 62 მილიონი

სელტა 60 მილიონი

გრანადა 54 მილიონი

ხეტაფე 52 მილიონი

ვალიადოლიდი 47 მილიონი

ოსასუნა 45 მილიონი

ეიბარი 41 მილიონი

კადისი 40 მილიონი

ალავესი 39 მილიონი

უესკა 36 მილიონი

ელჩე 32 მილიონი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 3 მარტი 2021 03:51
    0
    რაღაც პონტში კარგია გუნდებიც იხეორებენ ბარსაში უაზროდ დიდი ხელფასებია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #7 3 მარტი 2021 00:31
    0
    კორონა და ჯანდაბა ამას, რამხელა დარტყმა მიაყენა საფეხბურთო სამყაროს და ზოგადად ყველაფერს
    Culé [?]
    #6 2 მარტი 2021 22:37
    0
    ბარსაში ამ საკითხს ლაპორტა მიხედავს 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 მარტი 2021 22:11
    0
    ზედა ცხრილზე კი სხვანაირად წერია. რეალს პირიქით ემატება.
    1000 მილიონი 1 მილიარდია
    ფანი [?]
    #4 2 მარტი 2021 20:48
    0
    ანუ რეალს შეუძლია 420 მლნ გადიხადოს ხელფასებში და ბარსას 347 მლნ ?? თუ რა თემა თუ ესეა მაშინ ვიჩაგრებით და ტეხავს 🙈
    ფანი [?]
    #3 2 მარტი 2021 20:22
    1
    რა დღეში ჩააგდო ყველაფერი ამ ვირუსმა
    Culé [?]
    #2 2 მარტი 2021 20:08
    1
    ლიგას რომელსაც მესი და რონალდო ერთად ყავდა და ამის მიუხედავად ერთმა ვირუსმა ისეე გაანადგურა როგორც სხვა არცერთი ჩემპიონატი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 მარტი 2021 19:32
    3
    გასულ სეზონში პანდემიამ გათამაშებას 1 000 მილიონამდე ზარალი მოუტანა.
    1000 მილიონი ეს ერთი მილიარდია, 1000 მილიონი არ იწერება.