ხულენ ლოპეტეგის ინტერვიუ ბარსასთან მატჩის წინ
- 2-03-2021, 17:31
-
Tsitsi
- 12

"ბარსელონასთან" ხვალ ჩასატარებელი კოპა დელ რეის ნახევარფინალური შეხვედრის წინ, "სევილიას" მთავარი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგი პრესკონფერენციას მართავს:
შესაძლოა თუ არა არასპორტულმა საკითხებმა "ბარსაზე" გავლენა მოახდინოს? ვფიქრობ, ამას მნიშვნელობა არ ექნება. ფეხბურთი სხვა გზით მიდის -სხვა რაღაცებს ამასთან კავშირი არ აქვს.
ნახევარფინალში 4 საუკეთესო გუნდია, რაც თითოეულმა მათგანმა დაიმსახურა. მსგავსი სიტუაციაა მსაჯებთან მიმართებითაც - სპორტში სამართლიანობის მჯერა.
ოკამპოსი და აკუნია? ხვალ მთელი შემდგენლობით გავემგზავრებით და გადავწყვეტთ, რა მოხდება. თუ ისინი ჩვენთან იქნებიან, არგენტინელებს თამაში შეეძლებათ.
გუნდი შესანიშნავად განწყობილი და თავდაჯერებულია, რომ ფინალში გავა. ჩვენი მიზანი სეზონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობის მიღებაა. კლუბი მოწადინებულია, რომ დიდებულად ითამაშოს. ბრწყინვალე მეტოქე გვყავს, რომელიც გვაიძულებს, ბურთთან ერთად და მის გარეშე ჩვენი საუკეთესო ვერსია ვაჩვენოთ.
ხვალ რაც მოხდება, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. მომავალ შეხვედრაში მოედანზე სწორედ ამ რწმენით გავალთ.
"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის გასამართი დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]