ნელსონ სემედუ: მესის ჯარიმის შესრულებაზე ერთხელაც კი არ უვარჯიშია

ნელსონ სემედუ: მესის ჯარიმის შესრულებაზე ერთხელაც კი არ უვარჯიშია

"ბარსელონას" ყოფილი მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ, The Telegraph-თან ინტერვიუში, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.

პორტუგალიელის თქმით, ლეოს ჯარიმების შესრულებაზე არასდროს უვარჯიშია.

არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე თუ რამდენად კარგი ფეხბურთელია იგი. იცით, რა ხდის მას კიდევ უფრო საოცარს? ვარჯიშზე ერთხელაც კი არ მინახავს, ლეოს ჯარიმა დაერტყას, 3 წლის განმავლობაში, გეფიცებით, ეს არასდროს უცდია.

შორეულ დარტყმებზე ყოველთვის ვვარჯიშობდით, მაგრამ მესი ჯარიმას არასდროს ასრულებდა, ეს, უბრალოდ, თანდაყოლილი ტალანტია.

ამბობენ, რომ ვარჯიში ხდის საუკეთესოს, თუმცა მას ამაზე არასდროს უვარჯიშია, თუმცა მაინც საუკეთესო იყო.

"ბარსას" მაისურით ჩემს ერთ-ერთი პირველ მატჩში ლეომ ბურთი მიიღო, გასცდა სამ ფეხბურთელს, ოთხს, ხუთს. მე კი ვუყურებდი და ვფიქრობდი - "ამას როგორ აკეთებს?". მის გვერდით კარგი ფეხბურთელები უბრალო მოთამაშეებს ჰგვანან.

- ამბობს იგი.

გასულ ზაფხულში, სემედუ "ვულვერჰემპტონის" რიგებს შეუერთდა. ტრანსფერმა "ბარსას" 30 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 მარტი 2021 22:47
    0
    დევისის იმ ფინტმა შეიწირა ამის კარიერა ბარსაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #6 2 მარტი 2021 15:25
    7
    მესი უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, მისივე სახელში იკვეთება თუ რას წარმოადგენს, მას აქვს ნიჭი რომელიც ალბათ არცერთფეხბურთელს არ ჰქონია და არც ექნება, არამგონია ვინმეს მესის შემდეგ ჰქონდეს მსგავსი ან უკეთესი კარიერა, უბრალოდ საოცრებაა რასაც მესი აკეთებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 მარტი 2021 14:02
    1
    ეს ეხლა არ უვარჯიშია თორე 2015 წლამდე განსაკუთრებით 2014 წლის მუნდიალის მერე ჯარიმების დარტყმაში ვარჯიშობდა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #4 2 მარტი 2021 13:27
    8
    ვფიქრობ ლა ლიგაში რამე ჯილდოს მაინც უნდა დაარქვან მისი სახელი კარიერის დასრულების შემდეგ 😁❤️❤️
    წევრი [?]
    #3 2 მარტი 2021 12:45
    5
    ციტატა: me da barca
    თანდაყოლილი ნიჭია, რომელსაც ვარჯიშითაც კი ვერ შეიძენ, გენიოსია ტიპი. ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ ისე, როგორც საჭიროა.

    როგორც ყოველთვის ხდება, რომ დაასრულებს ფეხბურთელის კარიერას მერე მიხვდებიან რა გენიოსიც იყო და დააფასებენ სათანადოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მარტი 2021 12:09
    9
    თანდაყოლილი ნიჭია, რომელსაც ვარჯიშითაც კი ვერ შეიძენ, გენიოსია ტიპი. ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ ისე, როგორც საჭიროა.
    ფანი [?]
    #1 2 მარტი 2021 11:45
    5
    გენიაა მესი, გენია.
    ისე სემედუ კი კაი ფასში გავყიდეთ, კიდე კაი ესეც 3-4 მილიონად არ გაატანეს.