ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 მარტი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 2 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 2 მარტს მოხდა.

თამაშები

2 მარტს "ბარსელონას" 20-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1952 წელი

"ლეს კორტსზე" გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" ანგარიშით 4-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან ჰეთ თრიქი სესარმა შეასრულა, ერთი გოლი კი ვილა სოლერმა გაიტანა.

1960 წელი

ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) 1/4 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "ვულვერჰემპტონი" სტუმრად 5-2 გაანადგურა. 4 გოლი შანდორ კოჩიშმა გაიტანა, რითაც რეკორდი დაამყარა - ევროთასებზე ერთ მატჩში ამდენი გოლი მანამდე არავის გაეტანა. აღსანიშნავია, რომ უნგრელ ლეგენდას ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა.

2 მატჩის ჯამში "ბარსამ" 9-2 მოიგო და 1/2 ფინალის საგზური მარტივად მოიპოვა.

1972 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ხელბურთელი (1986-2005) შავიერ ო'კალაჰენი.

1981 წელი

კინის გატაცებასთან დაკავშირებით La Vanguardia-მ მიიღო შეტყობინება ტექსტით "სეპარატისტულმა გუნდმა არ შეიძლება ჩემპიონატი მოიგოს". პრეზიდენტმა ნუნიესმა განაცხადა, რომ სიახლე არაფერია, თუმცა მუქარა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო.

1999 წელი

დაიბადა "ბარსელონას" მეკარე ინიაკი პენია.

2011 წელი

"ვალენსიასთან" სტუმრად გამართული შეხვედრა "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში 1400-ე მოგება გამოდგა. ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

2013 წელი

"ბარსელონამ" ერთი კვირის განმავლობაში მე-2 "ელ კლასიკო" წააგო. კატალონიელები ლა ლიგის ეგიდით "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში ანგარიშით 1-2 დამარცხდნენ. სტუმართაგან ერთადერთი გოლი მესიმ გაიტანა.

2019 წელი

ერთი კვირის განმავლობაში "ბარსელონამ" ზედიზედ მე-2 "ელ კლასიკო" მოიგო და ამჯერადაც სტუმრად. მადრიდში გამართული ლა ლიგის შეხვედრის ერთადერთი გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.

2023 წელი

ესპანეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში მადრიდში გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" ედერ მილიტაოს ავტოგოლით მოიგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 2 მარტი 2021 12:32
    1
    არა რა, ეს ვალვერდე ხო არ მიყვარს მარა კლასიკოები მაგის სტიქია იყო 😆💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 მარტი 2021 11:39
    1
    2013 წელს ერთი კვირის განმავლობაში 2 ელ კლასიკო წააგო. ვილანოვა ავად იყო და როურას გაწვრთნილ ბარსას რას მოსთხოვდი. 2019 წელს კი გავჭიმეთ 1 კვირაში ორჯერ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 მარტი 2021 11:00
    1
    ბასქუ10,
    თავიდან წააგო ორი თამაში ესპანეთის სუპერთასზე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 მარტი 2021 10:54
    4
    ციტატა: Always cule
    რა ბინძური გუნდია რეალი, ახლაც და ისტორიულადაც

    თან როგორ "სწყალობს ბედი" გუშინ 90-ე წუთზე გაათანაბრა სოსიედადთან.

    ციტატა: ბასქუ10
    ვალვერდე მაგარი იყო სადაც შეხვდა რეალს ყველგან მოუგო

    ვალვერდეს ხსენებაზე სულ შევარდნაძე მახსენდება, მოგენატრებათ მამათიო რო მიდიოდა უმღერეს. არადა ვალვერდეც მომენატრა, რო არა ორი სასიზღრად წაგებული თამაში.
    ფანი [?]
    #3 2 მარტი 2021 10:49
    0
    რა ბინძური გუნდია რეალი, ახლაც და ისტორიულადაც
    ფანი [?]
    #2 2 მარტი 2021 10:49
    2
    ვალვერდე მაგარი იყო სადაც შეხვდა რეალს ყველგან მოუგო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 მარტი 2021 10:47
    5
    "სეპარატისტულმა გუნდმა არ შეიძლება ჩემპიონატი მოიგოს".
    მერე იტყვიან მადრიდისტები ბარსას პოლიტიკური ნიშნით არ სდევნიანო. არც ფედერაცია და რა თქმა უნდა არც მსაჯებიო.