რუდ გულიტი: კუმანი "ბარსელონაში" ცუდ დროს მოხვდა
ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი, რუდ გულიტი, თანამემამულეების, რონალდ კუმანისა და ფრენკი დე იონგის, შესახებ საუბრობს.
კუმანი
ცოტა არ იყოს, რონალდის გამო ვწუხვარ. მას "ბარსელონას" გაწვრთნა ყოველთვის უნდოდა, მაგრამ "ბარსაში" ამაზე ცუდ მომენტში ვერ მოვიდოდა, კლუბში უამრავი პრობლემაა. ახლა, რონალდს პრეზიდენტის გარეშე მუშაობა უწევს, თანაც კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. პანდემია ცარიელ სტადიონს ნიშნავს. მოკლედ, მას რაღაც გადაწყვეტილებების მიღება მოუხდა. მისთვის, მთავარი სირთულე, რა თქმა უნდა, სუარესის გაშვება იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უფრო იყო.
ამან მესის უკმაყოფილება გამოიწვია. "ბარსელონაში" მოსახვედრად ძალიან ცუდი დროა.
თუმცა მეორე მხრივ, ასეთი სიტუაციაში წარმატების მიღწევა, ორმაგად სასიამოვნო იქნება.
ამან მესის უკმაყოფილება გამოიწვია. "ბარსელონაში" მოსახვედრად ძალიან ცუდი დროა.
თუმცა მეორე მხრივ, ასეთი სიტუაციაში წარმატების მიღწევა, ორმაგად სასიამოვნო იქნება.
დე იონგი
ფრენკი არასტაბილურია, ერთ თამაშში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, მომდევნო კვირას კი - ყველაზე ცუდი. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელსაც სწორად გამოყენება სჭირდება. მას ადაპტაცია და საკუთარი ადგილის პოვნა გაუჭირდა.
- მის სიტყვებს Marca ციტირება.
1988 წელს, გულიტმა და კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]