პეპ გვარდიოლა: ერიკ გარსია, ჩემთვის, შვილივითაა

პეპ გვარდიოლა: ერიკ გარსია, ჩემთვის, შვილივითაა

"მანჩესტერ სიტის" დამრიგებელი პეპ გვარდიოლა ერიკ გარსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი აზრით, კატალონიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში" ბრუნდება.

შეიძლება თქვენ არ იცით, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენს ნიშნავს ერიკ გარსია ჩემთვის. ის შვილივითაა. გასულ სეზონში, ლოქდაუნის დროს, ის "სიტის" საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. მას შეცდომა არასდროს დაუშვია, ერთი შეცდომაც კი. მან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც ითამაშა.

ვფიქრობ, ერიკ გარსია "ბარსელონაში" მიდის... "ბარსელონა" კი საშუალო დონის ფეხბურთელებს არ იმატებს, მხოლოდ საუკეთესოებს და ერიკ გარსია ასეთია.

- ციტირებს პეპის სიტყვებს City xtra.

ერიკ გარსია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. "მანჩესტერ სიტიში" ის 2017 წელს, 16 წლის ასაკში გადავიდა. მიმდინარე სეზონის ბოლოს მას "ქალაქელებთან" კონტრაქტი უმთავრდება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბლაუგრანაში" უფასოდ დაბრუნდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #14 1 მარტი 2021 19:52
    0
    მერე ათამაშე შე არასწორო

    ციტატა: me da barca
    იგრძნობა, რომ პეპს ყველაფრის და მიუხედავად უყვარს ბარსა და არ ეწინააღმდეგება გარსიას წასვლას. აბა მონათმფლობელმა შეიხმა რა დღე აწია ვერატის და რაბიოს კარგად გვახსოვს. რაბიო ლამის დილეგში ჩააგდო, ხელშეკრულების არ გაგრძელების გამო.

    რაში იგრძნობა? დაბრუნება ეგრევე გამორიცხა, გაგონებაც არ უნდა. გარსიამ უბრალოდ არ გაახანგრძლივა და როგორ შეეწინააღმდეგება წასვლას? ზატო დარჩენილი დრო აღარ ათამაშებს. რაც სუფთა შეიხების ხელწერაა, რაბიოსაც იგივე უქნეს ზუსტად. პსჟ ეს შეიხს და სიტის შეიხს შორის განსხვავება მხოლოდ გვარია ერთი ჯიშისები არიან ორივე.
    წევრი [?]
    #13 1 მარტი 2021 18:29
    0
    ხოდა ბარსაში გამოუშვი 😂😂❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 1 მარტი 2021 18:12
    0
    იგრძნობა, რომ პეპს ყველაფრის და მიუხედავად უყვარს ბარსა და არ ეწინააღმდეგება გარსიას წასვლას. აბა მონათმფლობელმა შეიხმა რა დღე აწია ვერატის და რაბიოს კარგად გვახსოვს. რაბიო ლამის დილეგში ჩააგდო, ხელშეკრულების არ გაგრძელების გამო.
    Culé [?]
    #11 1 მარტი 2021 15:12
    0
    ძალიან კარგი პეპ,
    ანუ მინგესა-არაუხო-გარსია, საკუტარი აღზრდილი დაცვის ცენტრი ეყოლება გუნდს და ეს ყველაზე კარგი ვარიანტია
    Culé [?]
    #10 1 მარტი 2021 14:04
    0
    ვიღაცა დამცინებს, თუმცა ამ ეტაპზე გარსიას მინგესა მირჩევნია 😁 ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბარსადან არსად წასულა, ანუნის რაზეც ლაპორტამ ისაუბრა
    მაგრამ თამაშითაც მინგესა უფრო მომწონს, მთავარი პლუსი ისაა რომ უფასოა და ღირს მაინც მოყვანა
    წევრი [?]
    #9 1 მარტი 2021 13:10
    0
    მოსაყვანია აუცილებლად. დაცვაში დიდი პრობლემები გვაქვს
    გულშემატკივარი [?]
    #8 1 მარტი 2021 12:48
    0
    პეპი თუ ამბობს ზნაჩიტ კაია
    Culé [?]
    #7 1 მარტი 2021 12:07
    0
    უკანონო შვილივითაა ალბათ ალიმენტი მაინც გადაუხადე😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მარტი 2021 11:43
    0
    ხოდა დაიტოვე მერე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 მარტი 2021 11:24
    4
    შვილივით თუა მარტოს ნუ გამოუშვებ, არ დაგიჩაგრონ. გამოყევი შენც.
    Culé [?]
    #4 1 მარტი 2021 11:10
    2
    რად უნდა პეპს გარსია. სტოუნსი,ლაპორტი,დიაში და ნათან აკე ყავს.ამათ გარდა ფერნანდინიოს და როდრისაც შეუძლიათ დაცვის ცენტრში თამაში.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #3 1 მარტი 2021 10:53
    3
    მოსაყვანია მაინც,ძაან დონე არარი მარა გამოდგება,არაუხოს ლანგლეს და უმტიტის ცალფეხა აჯობებს,სევულიას რაც შეეხება
    ძირითადში უნდა დაიწყოს მორიბამ,ეგ ბიჭი ტურე აიაიას კლოუნია მგონი,პუჩი არც განიხილება და კუმანმა ეგ კარგად იცის,ვაფშე ეგ ლაწირაკი დუბლებშია გასაგდები,მორიბა ფიზიკურად მკვლელია,ტანკივითაა,სევილიას ნახ დაცვას დალეწავს მგონი ისეთ ჯანზეა,პედრის დედა უტიტა ტიპმა,სანამ არ გატრავმა არ მოშორდა,მესის შემდეგ ეგ ბიჭია მთავარი გუნდში და ისიც გაიტრავმა,პსჟ სთან თუარიყო და ჩათვალეთ 5 ბურთიანი ჰანდიკაპი დაგვადეს ბაყაყიჭამიებმა,სევილიის მოგება მგონი უფრო რეალური ხდება,2 ბურთიანი ჰანდიკაპი ძაან დიდია ამ ბარსასგან გამომდინარე მაგრამ მორიბამ იმედი მომცა,ვიცი რო ვერ გავცდებით ანდალუსიელებს მაგრამ იმედი მაინც მაქვს
    ფანი [?]
    #2 1 მარტი 2021 10:48
    1
    დაცვაში არსებულ პრობლემებს გარსია ვერ მოაგვარებს ახლავე, მაგრამ პოტენციალი აქვს და კარგია რომ უფასოდ ვიმატებთ.
    ფანი [?]
    #1 1 მარტი 2021 10:45
    0
    დიდიად არ მომწონს ეს ერიკ გარსია მაგრამ ასეთ კრიზისულ პერიოდში უფასოდ თუ დაიმატებენ კარგი იქნება იქნებ რაღაც გამოვიდეს და გაამართლოს