რივალდო: კუმანი მართალია, ვეტერნებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

რივალდო: კუმანი მართალია, ვეტერნებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

"ბარსელონას" ლეგენდა, რივალდო მიიჩნევს, რომ კლუბი გარდამავალ პერიოდშია და მწვრთნელმა ახალგაზრდებს შანსი უნდა მისცეს. მიუხედავად ამისა, ბრაზილიელის აზრით, პასუხისმგებლობა გამოცდილმა მოთამაშეებმა უნდა აიღონ.

კუმანი მართალია, ვეტერნებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. რონალდ კუმანმა ამ კვირაში თავისი გუნდის ვეტერნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და თქვა, რომ უფროსმა მოთამაშეებმა წინ უნდა გადადგან ნაბიჯი და თავიანთი ხარისხი და გამოცდილება დაამტკიცონ. ამ განცხადებას სრულიად ვეთანხმები.

ვიცით, რომ კლუბი გარდამავალ პერიოდს გადის და ახალგაზრდა ტალანტებისთვის შესაძლებლობების მიცემა უნდა განაგრძოს, მაგრამ მოედანზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გამოცდილ მოთამაშეებს უნდა დაეკისროს, რომლებიც დიდ მომენტებს მიჩვეულები არიან.

- ციტირებს რივალდოს Betfair.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 1 მარტი 2021 19:00
    0
    ეს პრესასთან ურთიერთობის მენეჯერია მგონი. თუ რამე დაგაინტერესებთ მიმართეთ პრესს ცენტრს.
    წევრი [?]
    #9 1 მარტი 2021 18:26
    0
    რა თქმა უნდა მართალია

    M10 S9 D11,

    უნდა დაარიგონ ახალგზრდებს და უფრო დაუმტკიცონ საზოგადოებას გამოცდილება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 მარტი 2021 11:41
    0
    პასუხის მგებლობა რაზე უნდა აიღონ ძაან მაინტერესებს გრიზმანი რო კარში ვერ ახვედრებს იმაზე თუ ლენგლე რო დირკაა თუ ბრაიტვაიტი რო ბარსას დონის არაა თუ ტრენერი რო გამოთაყვანებულია რაზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 1 მარტი 2021 11:41
    1
    როგორც ერთ ქართულ ფილმშია: "ვცდილობთ ბატონო ვცდილობთ" ლეომ მეტი რა გააკეთოს, იმდენს ვერ ირბენს რამდენსაც 18-20 წლის ბიჭები დარბიან, მაგრამ მაინც ყველაფერი ამის კისერზე გადადის. ერთი გამტანი არ გვყავს(გვყავდა მაგრამ გააგდეს)და ლეომ თამაში დაალაგოს და შეტევაში საგოლე მომენტები შეუქმნას თუ თვითონ გაიტანოს? რობოტი ხო არ არის ეს მეტრანახევარი ვეტერანი ამდენს რო გაწვდეს. ცოტა ახალგაზრდებმაც მოინდომონ. პირისპირ რო გადიან და პირდაპირ მეკარეს ან ძელებს რო ურტყავენ ეგება დარჩნენ ვარჯიშის შემდეგ კარში დარტყმაში მაინც ივარჯიშონ. თუმცა არც ძველგაზრდებს აწყენთ ვარჯიში(გრიზმანს, ბრეითვეიტს, ...)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 მარტი 2021 11:04
    0
    ფეხბურთელობის დროს როგორც ვიცი ჩუმი ტიპაჟი იყო და ამ სიბერეში რა გაეხსნა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #5 1 მარტი 2021 10:46
    0
    მართალს კი ამბობს მარა ყოველ კვირაში ინტერვიუები რა საჭიროა
    ფანი [?]
    #4 1 მარტი 2021 09:42
    0
    ეს მაგარი კაცია რა😁 ამდენი ინტერვიუების ჩაწერა თუარეზარება ნეტა
    წევრი [?]
    #3 1 მარტი 2021 09:00
    1
    რივალდოს არ შესთავაზეს ბარსელონაში რაიმე თანამდებობა? ძალიან საინტერესო იქნება
    Culé [?]
    #2 1 მარტი 2021 03:24
    2
    მაგარი კაცია, რო არც იღლება ამდენი საუბრით 😆💙❤️ მგონი თემა არ დარჩენილა რო კომენტარი არ გააკეთოს. მართლა შესტკივა ალბათ გული და ეს იმის ნიშანია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 მარტი 2021 02:18
    0
    კარგი ბიჭო კარგი. გავიგეთ რო ცოცხალი ხარ. არა აუცილებელი ყოველ თვე თავი გვახსენო, ვინარი ესა წადი რა საქმე არაფერი გაქ? მე არ ვიცი შენ რო არ მითხრა რო პასუხისმგებელი მესია ბუსკეცი პიკეა, აბა მორიბას რა მოვთხოვო ბ გუნდის წევრია ისევ