ოფიციალური ინფორმაცია პედრის ტრავმასთან დაკავშირებით

ოფიციალური ინფორმაცია პედრის ტრავმასთან დაკავშირებით

"ბარსელონა" 18 წლის ნახევარმცველის, პედრი გონსალესის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. 

სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პედრის მარცხენა ფეხზე კუნთი აქვს დაჭიმული. კლუბის განცხადებით დაზიანება მძიმე არ არის, თუმცა გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღი არ სახელდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პედრი მოედანს, შესაძლოა, 2-3 კვირის შემდეგ დაუბრუნდეს, La Vanguardia-ს ჟურნალისტის უახლესი ცნობით კი კლუბში იმედოვნებენ, რომ ეს უფრო მალე მოხდება. 

ფეხბურთელმა დაზიანება გუშინ, "სევილიასთან" გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც "ბარსას" გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 28 თებერვალი 2021 17:40
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    მთავარია რო სერიოზული არაა და პესეჟესთან იმედია გვეყოლება

    პსჟ-თან როგორ იქნება 2-3 კვირა დაჭირდებაო, პსჟ-ს კი 10 მარტს ვხვდებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 თებერვალი 2021 17:15
    0
    მთავარია რო სერიოზული არაა და პესეჟესთან იმედია გვეყოლება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 28 თებერვალი 2021 16:14
    3
    იმედი მაქვს ახლა მაინც დაფიქრდება კუმანი რა შეიძლება მოყვეს ასე დატვირთულად რომ ათამაშა ეს ბავშვი და არ ამოასუნთქა.გაკვეთილი უნდა იყოს მისთვის რომ ამოასუნთქოს სამომავლოდ,იგივე არაუხოზე,მესამე მორიბა თუ დაიკავებს ძირითადში ადგილს პირველ გუნდში იმედია იგივეს არ დამართებს ჩაანაცვლებს ხოლმე პუჩით და არავინ გამომიხტეს ეხლა პუჩის ადგილი არ არის ბარსელონაშიო.თორემ ზოგიერთები პირდაპირ ბარსელონასთვის არიან შექმნილები.
    გულშემატკივარი [?]
    #5 28 თებერვალი 2021 16:04
    4
    ისე როგორი მნიშვნელოვნები გახდნენ ეს ბავშვები გუნდისთვის
    Culé [?]
    #4 28 თებერვალი 2021 15:18
    5
    მთავარია სერიოზული არაფერი გამოდგა, დაისვენებს ამ პერიოდში ცოტას. მის დროს კი მორიბა და პუჩი გაინაწილებენ. კი დააკლდება გუნდს თუმცა 18 წლისაა და ასე მთელ სეზონს ვერ ათამაშებ ნამდვილად, მასაც უნდა დასვენება
    [?]
    #3 28 თებერვალი 2021 15:17
    4
    ციტატა: nika 54
    რათ უნდოდა ცენტრში ასეთი სარისკო თამაში, რამსიმაღლეზე აწია ფეხი და სწორედ მაგ დროს დაიჭყანა და ეგრევე ზამენა ანიშნა მწვრთნელებს.

    ფეხის აწევა ახტომა გასრიალება სულ მოუწევთ ნახევარმცველებს მით უმეტეს, თან კლასნად გადმოუგდო ბურთი თავზე 2 კაცს ინის სტილში, უბრალოდ გადაღლილმა კუნთმა გააჩმახა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 თებერვალი 2021 15:08
    1
    რათ უნდოდა ცენტრში ასეთი სარისკო თამაში, რამსიმაღლეზე აწია ფეხი და სწორედ მაგ დროს დაიჭყანა და ეგრევე ზამენა ანიშნა მწვრთნელებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 28 თებერვალი 2021 14:52
    9
    ეს საუკეთესო გახდება მალე ბარსელონას რიგებში