რონალდ კუმანი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ

რონალდ კუმანი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "სევილიას" დამარცხების შემდეგ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.

რონალდ კუმანი დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილია. ნიდერლანდელი სპეციალისტი სეზონის დარჩენილ ნაწილს ოპტიმისტურად უყურებს.

"კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ფიზიკური მზადყოფნით. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ უბურთოდ თამაშისას ტოლი არ დავუდეთ, ხოლო ბურთის ფლობისას თამაშის მიმდინარეობას მშვიდად ვაკონტროლებდით. სწორედ ესაა განსხვავება. ილაი ძალიან ეფექტურად შემოვიდა. ბურთთან ერთად დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ეს ძალიან დაგვეხმარა."

"ჩვენ სქემა შევცვალეთ და მიზნად მოწინააღმდეგის მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოქცევა დავისახეთ. მთელი თამაშის განმავლობაში მათ მარტო ყოფნის საშუალებას არ ვაძლევდით. საკვანძო ფაქტორი სწორედ მათთვის თამაშში ხელი შეშლა და მაქსიმალური აგრესიულობა იყო. სრულყოფილი მატჩი გამოგვივიდა."

"ოთხშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა იქნება და ორივე გუნდი უკეთესი თამაშის ჩვენებას შეეცდება. მთავარი რამ, რაც ოთხშაბათს უნდა გავაკეთოთ, ეს დღეის მსგავსი ამბიციური თამაშია, მოედანზე მოტივირებულები უნდა გავიდეთ და შანსებიც აუცილებლად გვექნება."

"გრიზმანისთვის არც ერთი წუთი? ეს ანტუანისთვის რაიმე შეტყობინება არაა. ჩვენ სისტემა შევცვალეთ და აქცენტი დემბელეს სისწრაფეზე გავაკეთეთ. მის ნაცვლად კი მოედანზე ბრეითუეიტი შემოვიდა, რომლის თამაშში ჩართვაც გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო."

"ილაიში? ის ძალიან კარგი იყო ბურთით. პრესინგზეც ეფექტურად თამაშობდა და ბოლო წუთებშიც გუნდს განსაკუთრებით დაეხმარა. თავის გამოჩენის საშუალება უნდა მივცეთ, ის ახალგაზრდაა. სწავლობს და წინ დიდი მომავალიც აქვს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 28 თებერვალი 2021 09:53
    0
    ციტატა: Saforcada
    არაუხოს მომენტის ნახვა ვერ მოვახერხე და რატო შეცვალა

    ფეხებზე დისკომფორტი იგრძნო და წამოწვა, ეტყობა არ იყო მზად.
    Culé [?]
    #13 28 თებერვალი 2021 01:13
    0
    მეორე თამაში სულ სხვა იქნება თავისი მიმდინარეობით.თუმცა ის პლუსია რომ ამჯერად კამპ ნოუზეა თამაში. მომენტებს რაც შეეხება აუცილებლადაა გამოსაყენებელი მაქსიმალურად.
    Culé [?]
    #12 28 თებერვალი 2021 00:24
    1
    პუჩი, მატეუსი და მორიბა, აი ამ სამის ხელშია ჩავარდნილი ახლა ეს თავგასიებული. რომ მიეცა ამ სამისთვის შესაფერისი სათამაშო დრო ხო არ იქნებოდა ახლა გუნდი ნახევარმცველების კრიზისში?! ხო არ დაფშვნიდა პედრის ასე საძაგლად?! მაგრამ არა ჩააცივდა სამ კაცს და მიიყვანა ბოლომდე "საქმე" დაცვაშიც მაგრად ააწყო. პიანიჩის ასეთი გავირებაც მაეჭვებს რომ მთლად ბოსნიელის ბრალი იყოს, ვერა და ვერ მოუძებნა შესაბამისი პოზიცია რომ რამე სარგებელი მიეღო მაგისგან, მერე თვითონ პიანიჩმაც დაიკიდა და სულ აღარ უნდა თავის გამოჩენა, ახლა კი აქვს ტრავმა მაგრამ ეგრე გამოუყენებლად გინდ ყოფილა გინდ არა. ხუთი მცველით თამაში კიდე ყველა ვხვდებით რამხელა დაცემის ნიშანიცაა, რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს! აგერ ნახეთ ან ისევ სევილიასთან ან პსჟ-სთან ამ ხუთ მცველიან სისტემას გამოიყენებს ისევ და წავა სვარკვა.
    ფანი [?]
    #11 28 თებერვალი 2021 00:16
    0
    ციტატა: ROUCH
    რაო ქინძო, არც პედრი, კოუ არც პიანიჩი და რობერტო ეხლა ვიუნღა უნდა ათამაშო? რო შეიყე და მოიმტვრიე შიგ მაინც პუჩამდე მიხვედი ბოლოს, ეხლა ასე უთამაშებელმა მატჩი რო ჩაგიგდოს ხო ხარ ჯიშ ჯილაგ მოსაკითხი

    ჩემი აზრით მორიბას უფრო ათამაშებს ვიდრე პუჩს 🤔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 28 თებერვალი 2021 00:05
    0
    შე ქინძო იქამდე არ დაასვენე პედრი სანამ არ აიკიდა ტრამვა ფუ შენი რაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 27 თებერვალი 2021 23:26
    4
    ეგრე რაა ბიჭო.ძლივს მოვიგეთ დიდ მეტოქესთანაც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #8 27 თებერვალი 2021 23:22
    5
    დიდი ხანია ასეთ მეტოქესთან ასე კარგად არ გვითამაშია, მართლა არ მჯეროდა რო სევილიას ვეთამაშებოდით და ვამოწმებდი სულ. მარა პედრის და არაუხოს ტრავმებმა გააფუჭა ყველაფერი.
    ფანი [?]
    #7 27 თებერვალი 2021 22:41
    3
    მისტერ კუმან...🤟🤟❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 თებერვალი 2021 22:26
    5
    რაო ქინძო, არც პედრი, კოუ არც პიანიჩი და რობერტო ეხლა ვიუნღა უნდა ათამაშო? რო შეიყე და მოიმტვრიე შიგ მაინც პუჩამდე მიხვედი ბოლოს, ეხლა ასე უთამაშებელმა მატჩი რო ჩაგიგდოს ხო ხარ ჯიშ ჯილაგ მოსაკითხი
    წევრი [?]
    #5 27 თებერვალი 2021 22:04
    3
    ციტატა: Saforcada
    არაუხოს მომენტის ნახვა ვერ მოვახერხე და რატო შეცვალა

    ტრამვა აიკიდა ისევ
    ფანი [?]
    #4 27 თებერვალი 2021 22:02
    4
    გრიზმანი დაგვჭირდება კამო ნოუზე, რაც შეიძლება მეტი გამტანი გვჭირდება. 5 მცველსაც ვეღარ დააყენებს, ბანალური იქნება და თან გასატანი გავქვს მინიმუმ 2. დაცვაში ჩაჯდება სევილია და დემბელემ რო გაიტანა ეგეთი შანსები აღარ იქნება. სტანდარტულებზე უნდა ქნან რამე. კუთხურის გათამაშება და უკან პასი რა უბედურებაა, ბარსელონას გარდა არავინ აკეთებს.
    წევრი [?]
    #3 27 თებერვალი 2021 22:01
    2
    არაუხოს მომენტის ნახვა ვერ მოვახერხე და რატო შეცვალა
    Culé [?]
    #2 27 თებერვალი 2021 22:00
    7
    ბრეიტა ამჯობინა გრიზოს😁 ეს რა დროა 😁😁 ისე ბრეიტას დააკვირდით ქუსლით პასები როგორ დაამუღამა😁😁
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    წევრი [?]
    #1 27 თებერვალი 2021 21:59
    2
    არაუხო და პედრი სევილიასთან არამგონია იყვნენ მაგრამ იმედია პსჟსთან განმეორებითში იქნებიან!!