ახლა ან არასდროს

ახლა ან არასდროს

2021 წლის შედარებით კარგად დაწყების შემდეგ, თებერვლის თვე ანტუან გრიზმანისთვის წარუმატებელი გამოდგა. "ბარსელონას" თავდამსხმელმა მიმდინარე თვეში შედეგიანობას მოუკლო - 7 თამაში და მხოლოდ 2 გოლი.

ლა ლიგის ამჟამინდელ ლიდერ "ატლეტიკოსთან" ახლა სხვაობა მხოლოდ 5 ქულაა. მადრიდელთა წაბორძიკების შემდეგ იმედი თითქოს დაბრუნდა...

"ბარსას" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს ღრმად სწამს, რომ მის გუნდს ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის ფორმაში ჩადგომა ტიტულისთვის საბრძოლველად სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება.

Marca-ზე დაყრდნობით, ერთ-ერთი ასეთი ფეხბურთელი გრიზმანია, ეს კი გასაკვირი სულაც არაა. თუ ანტუანს სურს, რომ მის გუნდს ტიტულისთვის ბრძოლაში რამე შანსი ჰქონდეს, მან საუკეთესო ფორმა უნდა დაიბრუნოს, თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

გრიზმანს "ბლაუგრანას" გულშემატკივრების მოთხოვნები კარგად მოეხსენება. ფრანგი შემტევი, მასში გადახდილი 120 მილიონი ევროსა და "ატლეტიკოდან" გადმობარგების შემდეგ, უსახური თამაშის გამო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხადარა. 29 წლის ფეხბურთელის აქტივში ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლია. "ბარსაში" ეს ვარსკვლავისთვის საკმარისი ნამდვილად არაა.

"ბარსელონაში" ზეწოლის ქვეშაა მისი თანამემამულე უსმან დემბელეც. მიუხედავად იმისა, რომ მან მიმდინარე სეზონში რამდენიმეჯერ გამოანათა, მოლოდინები მაინც ვერ გაამართლა. ყველანი კვლავ მისი გაბრწყინების მოლოდინში ვართ. თუმცა, როდემდე?

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 18 შეხვედრაში 2 გოლი შორსაა იმ რეალობისგან, რასაც კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშისგან ველით.

იმედია, გრიზმანი და დემბელე მიმდინარე სეზონის დარჩენილ მნიშვნელოვან ნაწილში თავს კარგად წარმოაჩენენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 28 თებერვალი 2021 10:31
    0
    ატლეტიკოს წაბორძიკებამდე, რეალი გვყავს გასავლელი.
    Culé [?]
    #6 28 თებერვალი 2021 01:34
    0
    მათი ფორმაში ყოფნა ჰაერივითაა საჭირო ნამდვილად, მარტო მესი როდემდე გაიტანს გოლებს. ვიღაცამაც ხომ უნდა შეუწყოს ხელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 თებერვალი 2021 21:00
    2
    ამას არ ეღირსება მგონი ესპანეთის ჩემპიონობა. 😆
    ფანი [?]
    #4 27 თებერვალი 2021 19:00
    2
    გასაგებია რომ ისე ვერ თამაშობს მაგრამ მოდი ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ გზიმანი გოლავიკი არც არასდროს ყოფილა...და რაც მთავარია ის უნდა ითქვაას გიჟივით რომ დარებინებენ დაცვაში მაგააზე რატო არავინ ლაპარაკობს..
    მწერალი [?]
    #3 27 თებერვალი 2021 18:49
    2
    Don_Andresito,
    ტრინკაუს მეც ვამჯობინებ, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ზრდის პროცესი ჩანს, ფაქტია, რომ ვითარდება, ყოველთვის კარგი სანახავია ფეხბურთელის განვითარებას როცა ადევნებ თვალს.
    დემბელე 3 წელია ერთ ადგილს ტკეპნის.
    გრიზმანი ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც ატლეტიკოში.
    შეიძლება ტრინკაუ ჯერ ვერცერთს ვერ ჯობდეს, მაგრამ მისი გამოყენება უფრო შეიძლება.

    ასეა ეს.
    [?]
    #2 27 თებერვალი 2021 18:41
    2
    გრიზმანს კიდე კარგი სეზონი ექნებოდა ის სუპერთასი რო მოგვეგო მაგისი გოლებით. პლიუს მაგას თასზეც კარგი იყო და ზურგს უმაგრებს ეგ გოლები მარა რასაც ბოლო თამაშებდი აკეთებს ან ვერ აკეთებს კრიტიკას ვერ უძლებს. დემბელეზე საერთოდ ლაპარაკიც არაა. ტრინკაო მირჩევნია ორივეს გინდა ღორი ეძახეთ და გინდა თხა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 თებერვალი 2021 18:38
    3
    წაგების კი არა ფრის უფლებაც არ გვაქვს ამ თამაშში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued