Barcamania-ს მომხარებლების შემადგენლობა "სევილიასთან" მატჩისთვის

Barcamania-ს მომხარებლების შემადგენლობა "სევილიასთან" მატჩისთვის

ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.

გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "სევილიასთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:

ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, არაუხო, ალბა - ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი - ტრინკაუ, მესი, დემბელე.

როგორც ხედავთ, "ბარსელონას" ქართველი გულშემატკივრები დაცვის ცენტრში ყველაზე მეტად პიკე-არაუხოს წყვილს ენდობიან, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ძალიან მნიშვნელოვან მატჩში ქომაგებს გრიზმანის ნაცვლად სასტარტოში ტრინკაუს ხილვა სურთ. ვნახოთ, გარისკავს თუ არა კუმანი და ვიხილავთ თუ არა ძირითადში ახალგაზრდა პორტუგალიელს, რომელსაც, გრიზმანისგან განსხვავებით, ბოლო დროს აშკარად პროგრესი აქვს.

თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge წარმოგიდგენთ. მათთვის, ვისაც iPhone აქვს და silksport.ge-ზე ვერ უყურებს, საყურებელ ლინკს ჩვენს საიტზე თამაშამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე დავდებთ.

თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ "ბარსელონა", მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 თებერვალი 2021 10:40
    0
    მდაა, არ გამოვა ჩემგან მწვრთნელი, ნუ მინიმუმ კუმანის დონის.
    Culé [?]
    #4 27 თებერვალი 2021 18:06
    0
    დამაგვიანდა თუმცა ისეთი ტაქტიკით გამოდის კუმანი მაინც ვერ გამოვიცნობდი 😁💙❤️
    Culé [?]
    #3 27 თებერვალი 2021 17:05
    0
    რობერტო როდის ბრუნდება?
    Culé [?]
    #2 27 თებერვალი 2021 16:16
    2

    დემბელე მესი ტრინკაო
    პუჩი პედრი
    დეიონგი
    ალბა პიკე არაუხო დესტი
    შტეგენი

    ფანი [?]
    #1 27 თებერვალი 2021 16:14
    1
    რა დემბელე? კარში რომ ვერ ურტყავს და დებილივით დადის წინ და უკან? მაგას ბრაითვაიტის დაყენება ჯობია კიდევ წინა თამაშში 2 ასისტი მაინც გააკეთა. დემბელეს აქვს სისწრაფე მარტო, საჭირო მომენტში არც პასი გამოსდის და არც დარტყმა. წესიერი მცველი მაგის მოძრაობებზე არც უნდა დაიბნეს უბრალოდ სისწრაფეში აქვს უპირატესობა... ჩემთვის პირადად მოსაბეზრებელია უკვე მაგის თამაშის ყურება.