"სევილია" - ლიონელ მესის ფავორიტი მეტოქე
დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ბარსელონა" სტუმრად "სევილიას" დაუპირისპირდება.
ანდალუსიელების კარგი ფორმის მიუხედავად, დღევანდელ შეხვედრაში ციფრები "ბლაუგრანას" ლიდერის, ლიონელ მესის მხარესაა. არგენტინელს "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ყველა მატჩში 37 გოლი აქვს გატანილი, ამას ემატება 18 საგოლე გადაცემაც. დღევანდელი შეხვედრა ანდალუსიური კლუბის წინააღმდეგ, მესისთვის მე-40 იქნება.
ასევე აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანას" 33 წლის კაპიტანმა "სევილიასთან" ბოლო 3 შეხვედრაში ვერ შეძლო ვერც გოლის გატანა და ვერც საგოლე პასის გაკეთება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]