ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 27 თებერვალი

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 თებერვალს მოხდა.

თამაშები

27 თებერვალს "ბარსელონას" 11-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1949 წელი

"ატლეტიკოსთან" 4-0 მოგება "ბარსელონასთვის" ლა ლიგაში მე-400 თამაში და მე-200 გამარჯვება გამოდგა.

1888 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1927-28) რიხარდ კონ "დომბი".

1959 წელი

72 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი (1935-40) პატრიკ ო'კონელი.

1991 წელი

"ბარსელონას" მწვრთნელი იოჰან კრუიფი საავადმყოფოში გულის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს. მას გულზე ორმაგი შუნტირება დასჭირდა.

2010 წელი

"მალაგასთან" 2-1 მოგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ ლა ლიგაში 71-ე გოლი გაიტანა, რითიც რონალდინიოს გადაასწრო.

2018 წელი

68 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ენრიკე კასტრო "კინი".

2019 წელი

ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" მადრიდში 3-0 გაანადგურა. ამ მატჩში ლუის სუარესმა თერთმეტმეტრიანი პანენკას სტილში გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 27 თებერვალი 2021 18:39
    0
    კლასიკო როგორ მახსოვს 😍 სუარესის თერთმეტმეტრიანიც 😍
    Culé [?]
    #2 27 თებერვალი 2021 13:26
    0
    ვარანი რომ არ გამომხტარიყო სუარესს ორი ჰეტ ტრიკი ექნებოდა რეალის კარში შესრულებული❤❤
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    UCL
    წევრი [?]
    #1 27 თებერვალი 2021 11:30
    0
    ბარცამანიის კამანდა ალბათ ჯვარზე გაკრული მესის წინაშე ლოცულობს... იმენა სექტა ხართ რა ერთი დღე ბარსას ისტორიაში მომავალი არ გაქვთ???