ხულენ ლოპეტეგი: ეს წინასაგან განსხვავებული შეხვედრა იქნება

ხულენ ლოპეტეგი: ეს წინასაგან განსხვავებული შეხვედრა იქნება

ხვალ, თბილისის დროით 19:15-ზე "ბარსელონა" ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრას სტუმრად, "რამონ სანჩეს პისხუანზე" გამართავს.

თამაშის წინა პრესკონფერენციაზე "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა და ხვალინდელი მატჩი შეაფასა.

გთავაზობთ, გამოსარჩევ ფრაზებს, რომელიც მან "ბარსელონასთან" შეხვედრის წინ განაცხადა.

"ვეცდებით ჩვენი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ. წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, ეს სულ სხვა მატჩი იქნება."
"ბარსელონას" სიძლიერეში ეჭვი არ მეპარება. მათ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ."
"ფეხბურთელები გადაღლილები არიან, განსაკუთრებით წელს. მიუხედავად ამისა, ისინი ვალდებულნი არიან მოედანზე თავიანთი მაქსიმუმი დადონ."

ლოპეტეგიმ ასევე აღნიშნა, რომ ლუკას ოკამპოსი ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. რაც შეეხება სუსოს, მან თამაშის წინ ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 თებერვალი 2021 08:39
    0
    დღეს ხო უეჭველი მოსაგებია მარა კამპ ნოუზე კოპას გაეორებით თამაშში ჯოჯოხეთი უნდა მოვიწყოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 27 თებერვალი 2021 03:18
    0
    ლოპოტეგი კუნდე უნდა დაგვითმო ! smile
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 თებერვალი 2021 01:40
    1
    სევილიადთან ბოლო თამაშიდან თუ დასკვნები არ გამოიღო და ხვალაც წააგო, დაიხუროს ზაფხულში ქუდი კუმანმა და წავიდეს.
    Culé [?]
    #4 27 თებერვალი 2021 00:06
    2
    რა იქნება განსხვავებული, წინაზე თუ დადიოდნენ ახლა ისეირნებენ? ტემპი თუ არ გაზარდეს და მეტი ფანტაზია არ ჩართეს არ გამოვა არაფერი. მაშინ სეზონის დაწყებამდე შევადაროთ შემადგენლობა და ვისაც მეტი კლასი ექნება ის გახდეს ჩემპიონი. ამის იმედზე გამოდიან მატჩების უმეტესობაში
    Culé [?]
    #3 26 თებერვალი 2021 22:36
    5
    ტემპი უნდა გაიზარდოს აუცილებლად.საშუალოდ ერთ ფეხბურთელს ოთხი მიმართულებით შეუძლია პასის გაცემა ნუ თუ თანაგუნდელები გაეხსნებიან.ჩვენთან ესენი ისე ნელა ეხსნებიან ერთმანეთს რო მაქსიმუმ ორი ვარიანტი რჩება.გვერდით და უკან გაზეპირებული პასები.მეტოქის დაცვას ფლანგიდან ფლანგზე ბურთის სწრაფად გადატანა წელავს,ზოგადად ბურთი სულ მოძრაობაში უნდა იყოს ესენი კიდე შენელებული კადრებივით დადიან.მეტი მოძრაობა და უფრო მეტი პრესინგი.მეტოქე მაშინ უნდა დააპრესინგო სანამ ბურთს მიიღებს და არა მიღების შემდეგ.როცა მეტოქე ბურთითაა ყველა შესაძლო პასის გაცემის ვარიანტი უნდა იყოს ამოკეტილი და ბურთის დამუშავებამდე უნდა მიაჯდე ფეხზე.აბა ბურთს რო მიიღებს და დაღეჭავს მერე მეყოლე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 26 თებერვალი 2021 22:14
    0
    CHEPE,
    შენი თქმის არ იყოს იმედია მართლა სიარულს არ დაიწყებენ მოედანზე.მასეთ შემთხვევაში ნერვებს კი არ მოვიშლი ავდგები და გავთიშავ. laughing

    Griezzy7,
    მაგ შემთხვევაში მიყევი ჩემს დაწერილ რჩევას ადექი და გამორთე. grinning
    Culé [?]
    #1 26 თებერვალი 2021 21:59
    5
    ხო ამ შეხვედრაში სამ გოლს გაგვიტანთ აბა ჩვენ გამტანი არავინ გვყავს მესის გარდა, ისიც როცა ხასიათზეა