დაწესებული შეზღუდვები არჩევნებში მონაწილეებს აფერხებს

დაწესებული შეზღუდვები არჩევნებში მონაწილეებს აფერხებს

დღეს დაანონსდა, რომ კატალონიაში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები 8 მარტამდე გაგრძელდება, რასაც "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს, წერს Sport. 

კლუბის ის წევრები, რომლებიც სხვა რაიონებში ცხოვრობენ, ხმის მისაცემად კლუბის ოფისში მისვლას ვერ შეძლებენ - გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომელსაც, TV3-ის ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობა არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს არ მისცემს. 

შესაბამისად, ელექტორატის ამ ნაწილს ხმის მიცემა ერთადერთი გზით შეეძლება, რაც ფოსტის გამოყენებას გულისხმობს, ამ სერვისით სარგებლობის მოთხოვნის ბოლო ვადა კი დღესაა. ხმის ამ ფორმით მისაცემად უკვე თითქმის 23 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული. 

როგორც ცნობილია, არჩევნები 7 მარტს ჩატარდება, კანდიდატები კი ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა იქნებიან. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 თებერვალი 2021 03:35
    0
    იმედია ისევ არ გადაიდება არჩევნებიი. მადრიდი რატო მისცემს ნებას ? აწყობს კატალონიაში ასეთი არეულობა როარის და ბარსელონა უპრეზიდენტოდ რაც მეტ ხანს იქნება რეალის წისქვილზე ასხამს წყალს
    Culé [?]
    #7 27 თებერვალი 2021 02:11
    1
    მადრიდული მტავრობა კრძალავს ბარსას რეზიდენტის არჩევნებს, ერთ პირობას აყენებს როგორც ჩანს: ლაპორტამ უნდა მოხსნას კანდიდატურა
    ვერ ეღირსებიან barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 27 თებერვალი 2021 01:24
    3
    რაღაცას მაიმუნობენ ესენი, რაც ძალიან არ მომწონს. პანდემიას იშველიებენ, ჩვენი მთავრობის არ იყოს.
    Culé [?]
    #5 27 თებერვალი 2021 00:13
    1
    ყველაფერს აკეთებენ ოღონდ რაც შეიძლება გვიან ჩატარდეს, ეს ტუსკეტსიც აშკარად ბართომეუს მეგობარია 😆
    Culé [?]
    #4 26 თებერვალი 2021 22:20
    3
    ტუსკეტს რა უნდა უყო ახლა ამის მერე.ერთადერთი მოვალეობა მისი არჩევნების დანიშვნა იყო და ტიპმა სკამზე თავი დაიწება რასაც ქვია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #3 26 თებერვალი 2021 20:32
    2
    ამათმა ხო ტვინი ... რა! ბარსელონააა თუ ... რით ვერ ჩაატარეს ფუი
    ფანი [?]
    #2 26 თებერვალი 2021 20:03
    3
    ლაპორტა მოიგებს ყველა ვარიანტში
    Culé [?]
    #1 26 თებერვალი 2021 19:34
    1
    ციტატა: Norman Bates
    მადრიდელებო ნუ წვალობთ, მაინც ლაპორტა მოიგებს😀

    მოკლედ ცდას არ აკლებენ და მაგრად ჩალიჩობენ რომ არჩევნებს ხელი შეუშალონ და ვერ ვხვდები რატომ აქვთ იმედი რომ ამით ლაპორტას გამარჯვებას ხელს შეუშლიან.