სევილია-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

სევილია-ბარსელონა: რონალდ კუმანი მატჩის წინ

"ბარსელონას" ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ, ტრადიციულ პრესკონფერენციას მართავს.

მეტოქე

"სევილიასთან" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში გველის, ჩვენ ორივეში გამარჯვების მოპოვებას ვეცდებით. 

არაუხო

იგი განაცხადში, რაც ნიშნავს იმას, რომ თამაში შეუძლია. ხვალ, დილით, გადავწყვეტთ, ვიხილავთ თუ არა მას მოედანზე.

პიკე-არაუხოს წყვილი

რონალდი შესანიშნავ სეზონს ატარებს. იგი ახალგაზრდაა და სეზონის დაწყებიდან დღემდე ძალიან მოუმატა. გუნდში ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელების ყოლა მნიშვნელოვანია, იგი დაცვას ძალიან ეხმარება. ამასთან, როგორც ვამბობდი, ბურთთან ერთად თამაში უნდა გააუმჯობესოს. 

მნიშვნელოვანი კვირა

არ ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენთვის აქვს. საუკეთესო გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და ზეწოლას ყველა განიცდის. "ბარსას" ფეხბურთელობა და მწვრთნელობა ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ყოფნას ნიშნავს.

არჩევნები

მე ხმის მიცემას არ ვაპირებ, რადგან არ ვთვლი, რომ ვალდებული ვარ. ვიცით, რომ არჩევნების ბოლო კვირა იწყება და კანდიდატებს ყოველდღე ვხედავთ, ისინი კლუბის განვითარებას სხვადასხვაგვარად ხედავენ. ჩვენ უნდა მოვითმინოთ და კლუბის წევრთა გადაწყვეტილებას დაველოდოთ.

შესაძლო წასვლა

მესმის, რომ იყო "ბარსას" მწვრთნელი ნიშნავს მუდმივ ზეწოლას. თუ ვერ იგებ, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. ამას ვეთანხმები და ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს ვცდილობ. წაგებაზე არასდროს ვფიქრობ, მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ.

ვეტერანები

თავიდან, გამოცდილმა ფეხბურთელებმა თამაშის მართვის სადავეების აღება სცადეს, თუმცა ამის მარტო გაკეთება შეუძლებელია, მათ სხვებისგან დახმარება სჭირდებათ. ლეოს იმდენი გოლი აქვს გატანილი, რამდენიც დანარჩენ შემტევებს ერთად. მასაც სჭირდება დახმარება, გუნდმა ეს უნდა გააკეთოს.

პირველი ტაიმი "ელჩესთან"

ამაზე თითოეულ ფეხბურთელთან ერთად ვისაუბრეთ და განვიხილეთ თუ რატომ არ გამოგვივიდა თამაში. იდეალურად თამაში რთულია, თუმცა მთავარი, მაინც, შედეგია.

კუმანს პრესკონფერენციის ნაადრევად შეწყვეტამ მოუწია. ანდალუსიელებთან შეხვედრა, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 თებერვალი 2021 01:16
    0
    ისე მწვრთნელ კუმანს, სიამოვნებით გადავცვლიდი ფეხბურთელ კუმანში.
    Culé [?]
    #4 26 თებერვალი 2021 22:16
    1
    იდეალურად თამაში არაა მარტივი,მაგრამ ბარსას ფანებს სწორედ ასეთი ფეხბურთის ნახვა გვინდა და ამიტომაც არიან ბარსას მწვრთნელები ყოველთვის წნეხის ქვეშ.მთავარი ტაბლოაო კიდე რომ იძახის ვალვერდეს ბარსა თუ სვარკა იყო ლა ლიგას და კოპას მაინც იგებდა.კლასიკოს არ აგებდა და იმ ლივერპულმა კი მოგვიგო 4-0 მაგრამ კამპ ნოუზე 3 ხო მივარჭეთ რაც არ უნდა იყოს.ვალვერდე თამაშობდა ტაბლოზე. შენ არც შედეგები გივარგა და არც ხარისხი.ყველა დიდ გუნდთან წაასხა ამისმა ბარსამ.ყველა კვალიფიციურმა ტრენერმა გაღუნა კუმანი.ნუ უნაი ემერი ბარსას ხსენებაზე შარვალში იფსამს თორე მაგის ვილიარეალსაც ვერ მოვუგებდით ისე ადვილად.სხვებმა ყველამ ჩაგვხადა.ლოპეტეგიმ,სიმეონემ,ზიდანმა,პოჩეტინომ.პირლოს იუვენტუსს პორტუმ სახლში ფეხი არ გაანძრევინა და ჩვენ 0-3 ამოგვტენეს.ისიც კკი ვერ ვქენით რო 2 ან ნაკლები ბურთით წაგვეგო.მოკლედ მაგრად არ მომწონს არც კუმანი და არც მისი ბარსა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 26 თებერვალი 2021 19:36
    0
    ტერ შტეგენი
    მინგესა-არაუხო-პიკე-ალბა
    დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    დემბელე-მესი-გრიზმანი


    დემბელე-ტრინკაო
    გრიზმანი-ბრაითვაიტი
    პედრი-მორიბა
    მინგესა-დესტი
    არაუხო-ლენგლე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #2 26 თებერვალი 2021 17:50
    4
    ისეთ ფორმაშია სევილია გაჭირდება მოგება ძალიან, თუმცა უკან დასახევი გზა დიდი ხანია მოგვიჭრა კუმანმა 😀 ასე რომ თავი უნდა გადადონ და ბოლომდე იბრძოლონ ამის მერე, განსაკუთრებით კოპას მოსაგებად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 26 თებერვალი 2021 16:38
    3
    უეჭველი მოსაგებია ხვალ და მერე კამპ ნოუზეც უნდა დავადუღოთ ესენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued