ექტორ ბელერინმა, შესაძლოა, ზაფხულში "არსენალი" დატოვოს - ESPN

ექტორ ბელერინმა, შესაძლოა, ზაფხულში "არსენალი" დატოვოს - ESPN

ლონდონის "არსენალის" 25 წლის ესპანელმა მცველმა, ექტორ ბელერინმა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი დატოვოს. ფეხბურთელი აღნიშნულის თაობაზე "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტასაც შეუთანხმდა, იტყობინება ESPN.

ესპანელს "არსენალის" დატოვება გასულ წელსაც სურდა, როდესაც მისი შეძენით "ბარსელონა" და "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდებოდნენ, თუმცა არტეტა ფეხბურთელს შეჰპირდა, რომ თუ კლუბში კიდევ ერთი სეზონი დარჩებოდა, მას 2020/2021 სეზონის დასრულების შემდეგ გაუშვებდა. ამ დროს "ბარსელონამ" და "პარი სენ-ჟერმენმა" სერჟინიო დესტი და ალესანდრო ფლორენცი შეიძინეს, ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდები კვლავ ბელერინს მიუბრუნდებიან. 

ბელერინი "ბარსელონას" აღზრდილია, ესპანელი 2003-2011 წლებში "ბლაუგრანას" აკადემიაში ირიცხებოდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 თებერვალი 2021 00:59
    0
    ამას, როცა ეხვეწებოდნენ თავი დაიფასა, ახლა ჩამოფასებული საქონელია.
    [?]
    #7 26 თებერვალი 2021 19:22
    0
    ტრავმიანი რო არ იყოს, სწრაფია, აქვს კლასიც, დაცვაში სუსტი მარა შეტევაში ძლიერი ასე თუ ისე, თან გუნდის აღზრდილი. უბრალოდ რობერტოს გაყიდვა გამორიცხულია, არ გაუშვებენ, ეს დესტიც დარჩება ეგრევე ხო არ გაუშვებენ ახალგაზრდაა, ამიტო არ გამოვა ამისი ტრანსფერი, ემერსონიც გვყავს ეგრე. ისე კი საცდელად გვინდა ახალი მარჯვენა მცველი. დესტს ან ადაპტაცია გაეწელა, ან უბრალოდ ჯერ არაა შესაბამისი დონე. მინგესასთან რატო უნდა წააგო კონკურენცია.
    Culé [?]
    #6 26 თებერვალი 2021 18:03
    0
    დესტს ძალიან გაეწელა ადაპტაციის პროცესი თორემ აღარ უნდა იყოს ამ პოზიციაზე ფეხბურთელის ხსენება.
    ისე ეს სიტყვა მეზიზღება, ვინც კი ვერ გაამართლა ყველაზე ამ სიტყვას ხმარობენ მგონი და ადაპტაციის სირთულეს აბრალებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 თებერვალი 2021 16:24
    0
    ძირითადის მოთამაშე მაინც იყო, ასე ადვილად რო უშვებენ? თუ იცილებენ.
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 თებერვალი 2021 16:08
    2
    თუ უფასოდ ტოვებს ჩვენი რა მიდის. გამოცდილიც არის და ეს და დესტი იქნება მარჯვენა ფლანგზე და რობერტა ავა ნახევარდაცვაში.
    ფანი [?]
    #3 26 თებერვალი 2021 15:32
    0
    ამას ისევ ემერსონის დაბრუნება ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 თებერვალი 2021 14:55
    1
    მოაშორეთ აქედან ეს პრახადნოი დვორი მასეთი რობერტოც გვყოფნის ცარიელი სისწრაფეა და მეტი არაფერი პლიუა მაგარი შუშაა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 26 თებერვალი 2021 14:42
    1
    ეს მაგარი სწრაფი მცველია.თან ბარსას აღზრდილი,მაგრამ ტრავმიანია ძაან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.