დოს სანტოსი: 2-3 წელიწადში მესის MLS-ში აუცილებლად ვიხილავთ
- 26-02-2021, 14:05
-
josephk
- 6

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ჯონათან დოს სანტოსი, ESPN-თან ინტერვიუში ლიონელ მესის შესახებ საუბრობს.
30 წლის "ლა მასიელის" აზრით, რომელიც 2017 წლიდან "ლოს ანჯელეს გალაქსის" რიგებში ირიცხება, არგენტინელს ჩრდილოეთ ამერიკაში აუცილებლად ვიხილავთ.
დიდი ხანია, რაც "ბარსას" თამაში არ მინახავს, თუმცა პსჟ-თან შეხვედრას ვუყურე. არ ვიცი, რა სჭირს ლეოს. იგი აღარ არის ისეთი, როგორსაც 5-6 წლის წინ ვხედავდით. იმედი მაქვს, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებს, ახლა ძალიან რთული პერიოდი უდგას.
მისი MLS-ში ხილვა შესანიშნავი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ იგი კარიერას აქ დაასრულებს. 2-3 წელიწადში მას MLS-ში აუცილებლად ვიხილავთ და, იმედია, "ლოს ანჯელეს გალაქსის" შეუერთდება.
- ამბობს მექსიკელი.
ლიონელ მესის "ბარსელონასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]