სევილია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

სევილია-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, "სევილია" "ბარსელონას" უმასპინძლებს.

თებერვლის თვეში ეს გუნდები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდებიან. 10 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში ანდალუსიელებმა შინ, ანგარიშით 2-0, იმარჯვეს.

ამ მატჩს განსაკუთრებული სატურნირო მნიშვნელობა აქვს. "ბარსა" მეტოქეს 2 ქულით უსწრებს, თუმცა "სევილიას" ერთი მატჩით (შინ, "ელჩესთან") ნაკლები აქვს ჩატარებული. მარცხის შემთხვევაში კატალონიელები მე-4 პოზიციაზე დაქვეითდებიან.

სათამაშო ფორმა

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონი, წინასთან შედარებით, გულშემატკივრისთვის უფრო მწარეა. შარშან, გუნდი ისე თამაშობდა, არაფრის იმედი არ გვქონდა. წელს კი, ეიფორიაში მყოფები სავალალო რეალობას მერამდენედ შევასკდით, უკვე სათვალავიც ამერია. ყველა პრინციპულ მეტოქესთან შევრცხვით, ასე რომ, რთულია, დღევანდელ თამაშს ოპტიმიზმით შეეგებო.

დღეს, "ბარსას" მთავარი იარაღი მესის ინდივიდუალური ოსტატობა, მისი და ალბას დამუშავებული კომბინაცია და საჯარიმოში დე იონგის მოულოდნელი შერბენები იქნება, ერთი-ორჯერ ტერ შტეგენიც გადაგვარჩენს.

მნიშვნელოვანი იქნება ის თუ ვინ შეძლებს პირველი გოლის გატანას. ლოპეტეგის გაწვრთნილ გუნდთან პირველი გოლის გაშვებამ, შეიძლება, მატჩის ბედიც გადაწყვიტოს, რასაც სტატისტიკაც მოწმობს. 31 ოქტომბრის შემდეგ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ "სევილიას" ანგარიში გაეხსნა და თამაში წაეგო.

უკვე დიდი ხანია, "ბარსელონას" ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ "სანჩეს პისხუანზე" ქულის აღება მისაღები შედეგი იქნება. 

მეტოქე

ანდალუსიელები ბრწყინვალე ფორმაში არიან. ლა ლიგასა და ესპანეთის თასზე "სევილიას" 10-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, ბურთების შეფარდება 20-1. 

მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში მცირე კრიზისში მყოფმა "დორტმუნდმა", ერლინგ ჰოლანდთან ერთად, "რამონ სანჩეს პისხუანზე" გამარჯვების მოპოვება შეძლო, თანაც საკმაოდ იოლად - რაც არ უნდა შეიცვალოს, ევროპა ლიგის გუნდი მაინც ევროპა ლიგის გუნდია.

ეს შედეგი უფრო მეტად ესპანური საკლუბო ფეხბურთის რეგრესზე მიუთითებს და "ბარსას" გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად გვაძლევს. ფაქტია, ამ მომენტისთვის, "სევილია", ესპანეთის მასშტაბით, შეუჩერებელია.

23 წლის იუსუფ ენ-ნესირი სევილიელთა საუკეთესო ბომბარდირია. 2021 წელს, მის ანგარიშზე 8 გოლია. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე დღეში, "ბარსასა" და "სევილიას" კიდევ ერთ დაპირისპირებას ვიხილავთ, ამჯერად "კამპ ნოუზე", ესპანეთის თასის 1/2-ფინალის განმეორებით მატჩში.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

სევილიასთან" ორი ერთმანეთისგან განსხვავებული თამაში გველის, ჩვენ ორივეში გამარჯვების მოპოვებას ვეცდებით.

არ ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირას განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენთვის აქვს. საუკეთესო გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და ზეწოლას ყველა განიცდის. "ბარსას" ფეხბურთელობა და მწვრთნელობა ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ყოფნას ნიშნავს.

ხულენ ლოპეტეგი:

ხვალ, "ბარსელონას" სახით, კარგ გუნდს ველოდები, რომელსაც ექსტრაორდინალური მოთამაშეები და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს.

შეხვედრას მოუთმენლად ველით. ყველა ასპექტში ბოლომდე მზად უნდა ვიყოთ.

დანაკლისი

წინასწარვე, ცნობილი იყო, რომ "ბარსელონა" სევილიაში ანსუ ფატის, სერჟი რობერტოსა და ფილიპე კოუტინიოს გარეშე გაემგზავრებოდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა, მირალემ პიანიჩია. ბოსნიელს მარჯვენა ფეხის კოჭის არეში დისკომფორტი აქვს.

კარგი ამბავი არის ის, რომ გამოჯანმრთელდა რონალდ არაუხო. კუმანის თქმით, არაუხოს თამაშის საკითხი ხვალ დილით გადაწყდება. 

რაც შეეხება "სევილიას", ლოპეტეგის განკარგულებაში არ იქნებიან ლუკას ოკამპოსი და მარკოს აკუნია.

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ჩატარებული 192 დაპირისპირებიდან 109 კატალონიელებმა მოიგეს, 45 ანდალუსიელებმა, ხოლო 38 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 399-240, რა თქმა უნდა, "ბარსას" სასარგებლოდ.

ლა ლიგის ეგიდით გუნდებს 153 მატჩი აქვთ გამართული, აქედან, "ბარსელონამ" 83-ში იმარჯვა, 36-ში დამარცხდა, 34 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 313-192.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" და "სევილია" ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. "ბარსამ" წინა ორი მატჩის მოგება ვერ შეძლო. უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც "ბარსამ" სეზონში "სევილიას" ერთხელ მაინც ვერ სძლია, 2002/03 წლების სეზონში დაფიქსირდა.

საინტერესო სტატისტიკა

  • "სევილია" მესის საყვარელი მეტოქეა. ანდალუსიელთა კარი ლეოს 37-ჯერ აქვს აღებული.
  • "ბარსელონას" ლა ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (53).
  • "სევილიას" ლა ლიგის გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული (16)
  • "სანჩეს პისხუანზე" ამ გუნდებს შორის მატჩი ყველაზე ხშირად ანგარიშით 1-1 სრულდება.
  • მწვრთნელის რანგში, რონალდ კუმანს "სევილია" არასდროს დაუმარცხებია (1 ფრე, 2 წაგება).
  • ხულენ ლოპეტეგიმ "ბარსელონა" პირველად 10 თებერვალს დაამარცხა.
  • ლა ლიგაში "სევილიამ" გოლი ბოლოს 20 იანვარს გაუშვა.
  • ლა ლიგაში "რამონ სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" ბოლოს 5 დეკემბერს, "რეალთან", წააგო.
  • ლა ლიგაში სტუმრად გამართულ შეხვედრებში "ბარსას" 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
  • "სევილიამ" "ბარსას" ზედიზედ 2 მატჩი ბოლოს 1994/95 წლების სეზონში მოუგო.

გამორჩეული ფეხბურთელები

"სევილიაში" 4 ისეთი ფეხბურთელი ირიცხება, რომელსაც "ბარსელონაში" თამაშის გამოცდილება აქვს. მათგან ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, ივან რაკიტიჩია. "ბარსელონაში" გატარებულ 6-წლიან პერიოდში ხორვატმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. გულშემატკივრები მას ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა რაკიტიჩი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსას" ჩავის წასვლის შემდეგ ჰყოლია. მან 10 თებერვალს გამართულ დაპირისპირებაში ყოფილი კლუბის კარი აიღო და, დაპირებისამებრ, არ აღუნიშნავს.

ასევე, "სევილიაში", მუნირ ელ-ჰადადისა და სერხი გომესის სახით, ორი "ლა მასიელი" ასპარეზობს. რაც შეეხება ალეიშ ვიდალს, მისი ტრანსფერი ჟოზეპ მარია ბართომეუს "მოღვაწეობის" პერიოდში განხორციელდა. 31 წლის ფეხბურთელმა თავი "ბერნაბეუზე" გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

ასევე, სევილიელთა დამრიგებელს, ხულენ ლოპეტეგის, 1994-1997 წლებში, "ბარსას" რიგებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული. 

არბიტრი

ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს "სევილია" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. "სანჩეს პისხუანზე" გასამართ მატჩში 38 წლის გამოცდილი არბიტრი, ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი იმსაჯებს.

კარიერის განმავლობაში ერნანდესს ასეთი სტატისტიკა აქვს:

  • თამაში: 314
  • ყვითელი ბარათი: 1737
  • ყვითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 5.5 (მე-5 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
  • წითელი ბარათი: 120
  • წითელი ბარათი საშუალოდ თამაშში: 0.38 (მე-4 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის)
  • ჯარიმა საშუალოდ თამაშში: 26.8

ამ მსაჯს "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობა 26-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 15 თამაში მოიგეს, 8 ფრედ ითამაშეს და 3 წააგეს. ერნანდესმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს 54 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (სერჟი რობერტო) უჩვენა, ხოლო მეტოქეს 68 ყვითელი და 7 წითელი. დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან 8 "ბარსელონას" სასარგებლოდ იყო.

მიმდინარე სეზონში ალეხანდრომ "ბარსელონას" შეხვედრაში მონაწილეობა 2-ჯერ მიიღო და კატალონიელებმა ვერცერთი მოიგეს - 1-1 "ალავესთან" სტუმრად და 2-2 "ვალენსიასთან" შინ. 

ერნანდესი კარიერის განმავლობაში ყველაზე იშვიათად "ბარსელონას" აჯარიმებს - საშუალოდ 9.1 ჯარიმა მატჩში. მიმდინარე სეზონში ეს მონაცემი კიდევ უფრო შემცირებულია - საშუალოდ 7 ჯარიმა.

ერნანდესის მსაჯობით ჩატარებულ 24 თამაშში "სევილიას" შედეგი ასეთია: 14 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. ალეხანდრომ ანდალუსიელებს 58 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო მეტოქეს - 57 ყვითელი და 3 წითელი. ერნანდესმა "სევილიას" სასარგებლოდ 5, ხოლო მეტოქის სასარგებლოდ 3 პენალტი დანიშნა.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი პიკე ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - დემბელე მესი გრიზმანი

"სევილია" | 4-3-3

ბონო - ნავასი კუნდე კარლოსი ესკუდერო - რაკიტიჩი ფერნანდო ჟორდანი - სუსო ენ-ნესირი გომესი

SportsMole

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი პიკე ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - დემბელე მესი გრიზმანი

"სევილია" | 4-3-3

ბონო - ნავასი კუნდე კარლოსი რეკიკი - რაკიტიჩი ფერნანდო ჟორდანი - სუსო ენ-ნესირი მუნირი

Marca

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი პიკე ლანგლე ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - დემბელე მესი გრიზმანი

"სევილია" | 4-3-3

ბონო - ნავასი კუნდე კარლოსი ესკუდერო - რაკიტიჩი ფერნანდო ჟორდანი - მუნირი ენ-ნესირი გომესი

Sportskeeda

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი პიკე უმტიტი ალბა - პედრი ბუსკეტსი დე იონგი - დემბელე მესი გრიზმანი

"სევილია" | 4-3-3

ბონო - ნავასი კუნდე კარლოსი რეკიკი - რაკიტიჩი ფერნანდო ჟორდანი - სუსო ენ-ნესირი გომესი

პროგნოზი

WhoScored: სევილია 2-1 ბარსელონა

SportsMole: სევილია 1-1 ბარსელონა

Sportskeeda: სევილია 2-2 ბარსელონა

ტრანსლაცია

მატჩი სტარტს ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე აიღებს. პირდაპირ რეპორტაჟს Silk Sport 1 და silksport.ge შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 27 თებერვალი 2021 20:00
    0
    წინასწარმეტყველები ჩვენს სასარგებლოდ არაფერს ამბობენ.
    Culé [?]
    #7 27 თებერვალი 2021 18:47
    0
    ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო ნამდვილად, კი ვიძახდი შედარებით მშვიდი მატჩი გამოვა თქო თუმცა არ მგონია ერნანდესმა მოგვცეს ამის საშუალება
    ფანი [?]
    #6 27 თებერვალი 2021 14:31
    1
    ფრენკი-ბუსკვერცხი-პედრის ტრიომ ვერცერთ რთულ მეტოქეს დაუჭირა ბურთი. ვერც სევილიას კოპაზე და ვერეც პსჟ-ს. დღეს პედრი-ფრენკი-პუჩის ტრიო უნდა სცადოს.
    Culé [?]
    #5 27 თებერვალი 2021 13:20
    1
    ისე პუჩი დეიონგი პედრი რო დააყენოს არა?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 27 თებერვალი 2021 13:09
    1
    პიანიჩის და კოუტინიოს არყოფნა არაფერი დანაკლისი არ არის და უფრო უკეთესი თუ გაუხანგრძლივდებათ არყოფნა მაინც ვერაფერში ვერ ადგებიან გუნდს,არაუხო იმედია ხშირად აღარ დაიტრავმება
    და სამუდამოდ ამოაგდებს მაგ უვარგის ლენგლეს ძირითადიდან.უმტიტსაც თუ მიაყოლებს კიდევ უფრო უკეთესი.
    ფანი [?]
    #3 27 თებერვალი 2021 10:58
    4
    ლანგლე მოაშორეთ სავარაუდოდანაც კი :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 თებერვალი 2021 10:17
    2
    უეჭველი მოვიგებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 27 თებერვალი 2021 09:49
    4
    ლაპოტეგი - რეალის ქალი გამოძახებით. ბონო კიდე მოსყიდული არაკაცია.