სუარესის საქმეზე იტალიელ პროფესორს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

სუარესის საქმეზე იტალიელ პროფესორს 1-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა

"ბარსელონას" ყოფილი შემტევის, ლუის სუარესის, საქმეზე, პერუჯას სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მოგეხსენებათ, სეზონის დაწყებამდე, ურუგვაელი ტურინის "იუვენტუსში" გადადიოდა. მოქალაქეობის მიღებისთვის, სუარესს იტალიური ენის B1 დონის სერთიფიკატი სჭირდებოდა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ბიუროკრატიის გვერდის ავლის მიზნით, პერუჯას უნივერსიტეტში, სადაც სუარესი გამოცდას აბარებდა, საგამოცდო საკითხები მას წინასწარ მიაწოდეს.

საბოლოო ჯამში, სუარესის "იუვეში" ტრანსფერი ჩაიშალა, უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ კი საქმე აღიძრა.

დღეს, იტალიურმა მედიამ იუწყა, რომ პერუჯას პროკურატურასა და პროფესორ ლორენცო როკას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, როკას ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 თებერვალი 2021 00:33
    0
    გაუჩარხა ჯეკამ საქმე.
    Culé [?]
    #4 26 თებერვალი 2021 18:25
    3
    სუარესს სულ რომ არაფერი ეკეთებიანა მესის ისე უთავისუფლებდა სივრცეებს როგორც არაფერი, ახლა კი ვერავინ ახერხებს ამას
    Culé [?]
    #3 26 თებერვალი 2021 15:33
    1
    ამ ამბავს სამაგიეროდ დადებითი შედეგი მოყვა ის რომ ახლა იქ თამაშობს სადაც აფასებენ და პატივისცემით ეკიდებიან.იმსახურებს ნამდვილად ასეთ დამოკიდებულებას.იუვენტუსში რონალდუს ფონზე ან დააფასებდნენ ან არა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 თებერვალი 2021 14:23
    6
    ციტატა: Coutinho14
    აშკარად ჯობდა რო იუვეში გადასულიყო ჯეკა. ეხლა ამდენი ქულა ნაღდად არ ექნებოდა ატლეს

    სამაგიეროდ იუვე იქნებოდა ლიდერი იტალიაში და ყველაფერს რონალდუ დაიბრალებდა.
    ფანი [?]
    #1 26 თებერვალი 2021 12:18
    3
    აშკარად ჯობდა რო იუვეში გადასულიყო ჯეკა. ეხლა ამდენი ქულა ნაღდად არ ექნებოდა ატლეს