ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 26 თებერვალი
- 26-02-2021, 11:09
-
Writer
- 3

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 თებერვალს მოხდა.
თამაშები
26 თებერვალს "ბარსელონას" 23-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 9 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.
1994 წელი
"დეპორტივოსთან" 3-0 მოგებულ შეხვედრაში რონალდ კუმანმა ლა ლიგაში 150-ე თამაში ჩაატარა.
1997 წელი
ესპანეთის თასის 1/4 ფინალის პირველ მატჩში, მადრიდში, "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" 2-2 ითამაშეს. ნაკრებში ყოფნის გამო სტუმრებს რონალდო და ჯოვანი არ ჰყავდათ. "ბარსელონას" მხრიდან ორივე გოლი პიციმ გაიტანა. შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯს მისი შეჩერება მხოლოდ პირველ ტაიმში 58-ჯერ მოუხდა.
1997 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი მალკომი. 2018/19 წლების სეზონში მან "ბლაუგრანას" მაისურით 25 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
2000 წელი
"ელ კლასიკოში" 6 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. "ბარსელონა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0-3 განადგურდა.
2011 წელი
"მალიორკასთან" სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში ჟერარ პიკემ ლა ლიგაში მე-100 თამაში ჩაატარა, ხოლო მარტინ მონტოიას "ბარსელონაში" დებიუტი ჰქონდა.
2012 წელი
ლეო მესიმ "ბარსას" "ატლეტიკოსთან" ამ შესანიშნავი ჯარიმით მოაგებინა.
2013 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" "რეალთან" საკუთარ კედლებში 1-3 დამარცხდა და ფინალს მიღმა დარჩა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ჟორდი ალბამ გაიტანა.
2017 წელი
"ატლეტიკოსთან" სტუმრად 2-1 მოგება "ბარსელონას" დამრიგებლისთვის, ლუის ენრიკესთვის ლა ლიგაში მე-100 თამაში გამოდგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]