რონალდ არაუხო გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ დღეს ვარჯიში განაახლა.
არაუხო ტრავმირებული იყო. რონალდმა დაზიანება 7 თებერვალს "ბეტისთან" გამართულ მატჩში მიიღო, დღეს კი იგი ვარჯიშს დაუბრუნდა. RAC1-ის ცნობით, ურუგვაელი მცველი ამ წუთებში გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
როგორც ჩანს, 21 წლის ფეხბურთელი შაბათს "სევილიასთან" სტუმრად გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]