დღის გოლი - ჟერარ პიკე

დღის გოლი - ჟერარ პიკე

"ბარსელონას" Twitter-ის ოფიციალური გვერდი დღის გოლად გუნდის ცენტრალური მცველის, ჟერარ პიკეს გოლს ასახელებს.

პიკემ ეს გოლი ზღაპრულ 2010/11 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში დონეცკის "შახტარს" გაუტანა. "ბლაუგრანამ" ის თამაში 5-1 მოიგო, კატალონიელთა მხრიდან კი თავის გამოჩენა, ჟერარის გარდა, ანდრეს ინიესტამ, დანი ალვესმა, სეიდუ კეიტამ და ჩავი ერნანდესმა შეძლეს.

ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მაშინდელი გათამაშების გამარჯვებული გახდა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 დაამარცხეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 26 თებერვალი 2021 21:11
    0
    ეს აღნიშვნა აბიდალის ავადმყოფობის მერე დაიწყო.
    Culé [?]
    #4 25 თებერვალი 2021 13:53
    0
    ძაან კაი გოლია❤️ რა დრო იყო შეტევაში ბარსას მცველიც რომ საშიში იყო!
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 თებერვალი 2021 13:38
    0
    სუარესის სტილშია გატანილი.
    Culé [?]
    #2 25 თებერვალი 2021 13:34
    1
    მაგარი გოლი იყო, თან როგორც ვიცი იმას უსწრებს ლიგაზე გოლების რაოდენობით, მითუმეტეს პენალტებს არ ურტყამს ეს 😁 რა არის ეს პიარი 😁
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2021 13:21
    0
    პიკეს და ალბას ვინც არ უნდა შემომედავოს მაინც ვიტყვი რომ გუნდში დაცვაში ვერ შეედრება ვერავინ.არაუხო და მინგესა ყალიბდებიან პროფესიონალ მცველებად ვისაც უნდა წამომაძახოს მათი შეცდომები რომლებიც რა მოსატანია ლანგლე უმტიტის დუეტის შეცდომების ფონზე.თანაც ვთვლი და უსაფუძვლო არ იქნება თუ ვიტყვი რომ ალბასგან და პიკესგან ბევრის სწავლა შეუძლიათ მინგესასაც და არაუხოსაც.